19:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 16:11:01, 1603 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
უგულავა: ეს ის მიშა სააკაშვილი არ არის, რომელიც 2002 წელს ხალხს აერთიანებდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრის გიგი უგულავას  განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი  პირველი თავმჯდომარე იყო, თუმცა პარტია  მას  არ შეუქმნია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრმა თავისუფალმა და ძლიერმა ადამიანმა შექმნა. ამასთან, უგულავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ის  აღარ  არის, ვინც 2002 წელს ხალხს აერთიანებდა:

„ძალიან მძიმე სურათი დამხვდა და გულწრფელად თუ რამე შანსი იყო, რომ პარტიის ერთიანობა შენარჩუნებული ყოფილიყო, მაქსიმუმს დავდებდი და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს პარტია გადარჩენილიყო. ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს, დიახ, იგი იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. მათი ნაწილი დღეს ციხეში იმყოფება, მათ შორის ამ პარტიის გენერალური მდივანი. ეს პარტია შექმნა ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა, იმიტომ, რომ დღეს ვებრძოლოთ ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და მთელი სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში, უნდა იყო თავზეხელაღებული, ამიტომ ეს სიტყვა არ უნდა იხმარებოდეს კნინობით ფორმით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი. მიხეილ სააკაშვილი არის მხოლოდ და მხოლოდ თავისი თავის პრობლემა. სააკაშვილი თითოეული ჩვენთაგანისთვის არის ადამიანური ტკივილი. ეს არ არის მიშა სააკაშვილი, რომელიც ხალხს აერთიანებდა 2002 წელს. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება დააყენო და მოუარო როგორც ანტიკვარს, მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა, მაშინ მეორე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში. ყველა პოლიტიკოსი ვართ ამ არჩევანის წინაშე. დიახ, 2012 წელს ჩვენ ყველანი ჩამოვვარდით კვარცხლბეკიდან ამ დავაში და დებატებში არ ჩავალ, ხალხის გადაწყვეტილება ყოველთვის არის სწორი. ჩვენ 2012 წლის შემდეგ პირველ რიგში, მიშა სააკაშვილმა, ჩვენ ყველას უნდა დაგვემტკიცებინა და უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. შეგვიძლია და გვაქვს უნარი, მათ შორის ჩვენი ბევრი არასწორი ქმედება გავაანალიზოთ, დავძლიოთ პრობლემები, რომლებიც ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს აწუხებს. რას ვთავაზობდით ამ ხნის განმავლობაში ხალხს ცვენ, რას თავაზობდა ამ პარტიის ლიდერი თანამოქალაქეებს, მე გულისტკივილით ვიტყვი, სანამ გარეთ ვიყავი, თითოეული ჩვენგანის ამოცანა იყო, შევჯერებულიყავით იმ ახალ ურთიერთობის ფორმებზე, რომელიც პარტიაში 2013 წლის შემდეგ დამკვიდრდა - ეს არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთაღიარება და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება. თუ გინდა, რომ ხალხმა დაგიჯეროს, რომ შენ, როდესაც წააგე ეს წაგება ღირსებით მიიღე. მე ვგულისხმობ 2012 წელს, ღირსებით გადააბარე უღირს ხალხს შეიძლება, მაგრამ თუ შენ ვერ ახერხებ რეოფრმების გატარებას საკუთარ პარტიაში, მაშინ არ მიგიღებს საზოგადოება და არ მიიღებს იმას, რომ შენ შეგიძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანო. მე არ ვთვლი რომ ვიღაცა 99%-ია და ვიღაცა 1%-ია, ვინც ასე საკითხს აყენებს იმათ გვერდზე აღარასდროს ვიქნები. სააკაშვილთან პოლემიკაში და ჭიდაობაში შესვლას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ის არის დღეს პოლიტიკური დევნილი. ის პოლიტიკურ დევნილად დარჩება მანამ, სანამ ეს უაზრო საქმებიი იქნება აღძრული მასზე“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, „უგულავა-ბოკერიას ფრთის“ წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics