|
2015-03-27 17:39:36, 335 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იმყოფება. თედ ვაითსაიდი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ მიიღო. თავდაცვის მინისტრმა თედ ვაითსაიდს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ალიანსის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს და საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას. ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და თავდადებას. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ მომეცა შესაძლებლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შევხვედროდი. საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. ნატო ძალიან აფასებს საერთაშორისო მისიებში ქართული კონტინგენტების მონაწილეობას, განსაკუთრებით ავღანეთში. საქართველოს მყარი საფუძველი აქვს იამაყოს ამ კონტრიბუციით. ნატოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობა სამაგალითოა. მოხარული ვარ, რომ ნატო და საქართველო ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრზე მუშაობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ნატოს წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და ჩვენ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა თედ ვაითსაიდმა. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პროცესები იყო. მინდია ჯანელიძემ თედ ვაითსაიდს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მინისტრმა ყურადღება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე გაამხვილა,რაც სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. „გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ნატოსთან თანამშრომლობა და კონკრეტულად, როგორ უნდა ამაღლდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ცნობადობა ნატოს წევრი ქვეყნებში. არსებობს კონკრეტული ინიციატივები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივებს და ვგეგმავთ თანამშრომლობის გაფართოებას ნატოსთან სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხითაც. ასევე საუბარი შეეხო გამჭვირვალობის საკითხებს. თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი წამყვანი უწყება გამჭვირვალობის კუთხით. ჩვენ ვაპირებთ ეს სტანდარტი შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ კომუნიკაცია საზოგადოებასთან არა მარტო ნატოს თაობაზე, არამედ, ყველა იმ მიმდინარე პროცესისა და რეფორმის შესახებ ინფორმირებულობის კუთხით, რაც თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)