|
2017-01-12 13:33:25, 1696 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მელია: „ბოკერია-უგულავას ფრთა“ არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას უფრო დაემსგავსება, ვიდრე პოლიტიკურ პარტიას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას განცხადებით, ე.წ. ბოკერიას ფრთა არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას უფრო დაემსგავსება, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე ნიშანწყალი ექნება. როგორც მელიამ განაცხადა, პარტიაში არსებული ვითარება მასში ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. „ბუნებაში არ მოიძებნება „ნაციონალური მოძრაობის“ 7000 წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს გიგა ბოკერიას და მისთვის სასურველი შედეგი არ დადგებოდა ყრილობაზე. აქედან გამომდინარე, მან დაახლოებით, ერთი თვის წინ, გადაწყვიტა, რომ პარტია დაეტოვებინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯგუფი დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ჩამოჰყავთ სამცხე-ჯავახეთიდან, ქუთაისიდან და სხვადასხვა რაიონიდან, რომ რაც შეიძლება ისე წარმოჩნდნენ, თითქოს ისინი ბევრი არიან. მე მათ ნაწილს ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც ისინი თავად ირჩევენ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს იქნება გაერთიანება, რომელიც უფრო დაემსგავსება არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე ნიშანწყალი ექნება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცნობ ბოკერიას. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იგი რამენაირად კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან, ამას გამოვრიცხავ, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა უკანასკნელ პერიოდში. მათ შორის, მე მაქვს ბევრი ინფორმაცია, ბევრი კითხვის ნიშანი და ამდენი შემთხვევითობის უბრალოდ არ მჯერა. ცხოვრებაში არის ვითარებები, როდესაც აგური, რომ თავზე დაგეცეს, შემთხვევითობას ვერ აბრალებ და ამას სჭირდება ახსნა-განმარტება, რომელიც არც ერთ მათგანს უბრალოდ არ მიუცია საზოგადოებისთვის. როდესაც ძლიერ გაერთიანებას ტოვებ, თან იძახი, რომ ბიძინა ივანიშვილს მინდა ვებრძოლო და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მინდა ჩამოვშალოო, ბუნებრივია, მე კითხვის ნიშნები მაქვს", - აღნიშნა მელიამ. მისივე თქმით, ყველაზე საუკეთესო პლაცდარმი არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ნახევარი მილიონი მხარდამჭერი ჰყავს. "ეს არის საუკეთესო საშუალება ებრძოლო ამ პარტიის ფარგლებში ივანიშვილს. როდესაც გადიხარ ერთი პატარა ჯგუფი და იძახი - იცით რა, მე მზად ვარ ვებრძოლო ივანიშვილს, ჩემი აზრით, ეს არის ფუჭი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს. მე კითხვას ვუსვამ ბოკერიას, რატომ აკრიტიკებდა იმ ჯგუფს, რომელიც გავიდა „გირჩებში“ და მათ, ვინც შეუერთდა გიორგი ვაშაძეს. პრაქტიკულად, ბოკერიამ მოღალატეებად შერაცხა ვაშაძეც და „გირჩებიც“, რომლებმაც დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“. რაიმე სხვა გააკეთა დღეს გიგა ბოკერიამ?! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც უბრალოდ ძილს უფრთხობს ბიძინა ივანიშვილს და მის არაფორმალურ მმართველობას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)