|
2017-01-12 12:19:55, 1813 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე ვიზალიბერალიზაციაზე: რაიმე სიურპრიზებს გამოვრიცხავ
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძეს ვიზალიბერალიზაციის შესახებ დღეს დაგეგმილ კენჭისყრასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში და შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა ექნებათ. „დღეს გაიმართება კენჭისყრა, მოლოდინი პოზიტიურია. გამოვრიცხავ რაიმე სიურპრიზებს, გარდა კარგი სიურპრიზისა, რომლის შემდეგაც უკვე ევროპარლამენტი უყრის კენჭს. ალბათ ეს მოხდება იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისში და შემდეგ ტექნიკური პროცედურები დარჩება. მივდივართ გეგმაზომიერად და ძალიან მალე ჩვენი მოქალაქეები ევროპაში და შენგენის ზონაში უვიზოდ სიარულს დაიწყებენ“,-განაცხადა დოლიძემ. ცნობისთვის, LIBE-ს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს დღეს უყრის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)