შსს-მ პრეზიდენტის სიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და 236-ე, იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო.