|
2017-01-11 19:26:28, 2854 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა საზოგადოება კომენტარი
კალანდაძე „გაზპრომზე“: გაზის მილის გადაკეტვის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, ლევან კალანდაძის შეფასებით, საზოგადოებაში იმის მოლოდინი არ უნდა არსებობდეს, რომ ოკუპანტი ქვეყანა ხელშეკრულებების გაფორმებას საუკეთესო პირობებით შეეცდებოდა. როგორც ექსპერტმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, საქართველო მონეტარიზაციით ნატურის ჩანაცვლებაზე ადრე თუ გვიან მივიდოდა. "2017 წელს მონეტარიზაცია იქნება მხოლოდ ნაწილობრივ. პირველი ნაწილი მილიონ კუბომეტრზე ისევ 10%-ის ნატურის სახით განხორციელდება, ხოლო 2018 წლიდან სრული მონეტარიზაცია იქნება. ჩვენ ამ მონეტარიზაციით ნატურის ჩანაცვლებაზე ადრე თუ გვიან უნდა მივსულიყავით. ეს არის გარდაუვალი რეალობა და თამაშის ის წესები, რომელიც მსოფლიოშია დადგენილი. ენერგეტიკაში თანამედროვე ურთიერთობები, ნატურით სატრანზიტო გადასახადის გადახდის პრაქტიკას არ ცნობს. ვერ დამისახელებთ, მსოფლიოში ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ნატურით ხდება ენერგორესურსების ტრანზიტის საფასურის გადახდა. შესაბამისად, ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა და გარკვეულწილად ჩვენი ვალდებულება. ილუზიებით არ ვცხოვრობ, რუსეთი არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და არ უნდა არსებობდეს საზოგადოებაში მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი ჩვენთან საუკეთესო პირობებით შეეცდებოდა ხელშეკრულებების გაფორმებას. ჩვენ ვართ თავისუფალი სამყაროს, კონკურენტულ გარემოში მოღვაწე სახელმწიფო და შესაბამისად იმ თამაშის წესებით უნდა ვითამაშოთ, რა თამაშის წესებიც დღეს საერთაშორისო ბაზარზეა", - განაცხადა კალანდაძემ. რაც შეეხება ხელშეკრულების პირობებს, ლევან კალანდაძის თქმით, ის ხელშეკრულება რაც გაფორმდა, მეტნაკლებად რეალისტურია. "ხელშეკრულებამ რეალურად ასახა ის მდგომარეობა, რაც შეიძლება საქართველოს მიეღო. ოპონენტების მოსაზრებები, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შეგვეძლო შეგვეწყვიტა ტრანზიტი სომხეთისთვის და რუსეთისთვის არ მიგვეცა საშუალება გაზი გაეტარებინა, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ნაკლებად კომპეტენტური ადამიანების რიტორიკაა. ისინი, ტექნიკურად არ იცნობენ, როგორ ხდება ტრანზიტის საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირება, მათთვის ძალიან მარტივია ამ თემაზე ლაპარაკი", - აღნიშნა ექპერტმა. მისივე შეფასებით, საქართველოს ტრანზიტის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. "რეალურად ჩვენ სომხეთს ვერ ავუკრძალავთ გაზის გატარებას და ვიღებთ სტატუს კვოს. ჩვენ მილი, რომ გადავკეთოთ და გაზი არ გავატაროთ, ამის არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სამართლებრივი საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ პიარული თვალსაზრისით საერთაშორისო ბაზარზე ტრანზიტორმა ქვეყანამ, ვინმეს ტრანზიტი, რომ შეუწყვიტოს, იმიჯურად ძალიან დამაზიანებელია. მგონია, რომ დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ხელშეკრულება არის მაქსიმალურად რეალისტური", - განმართა კალანდაძემ. ამასთამ, ექსპერტის თქმით, 185 დოლარი 1 000 კუბომეტრზე, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, საკმაოდ ნორმალური ტარიფია. "საქართველო თავის საჭიროებების გათვალისწინებით, ახდენს სხვადასხვა წყაროების დივერსიფიცირებას. იმ შემთხვევაში თუ Socar-ი საქართველოს მოთხოვნების დაკმაყოფილებას სრულად ვერ უზრუნველყოფს, ჩვენ მოგვიწევს გაზის შეძენა "გაზპრომისგან". ეს ტარიფი 185 დოლარის ოდენობით, სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ სხვასთან შედარებით, მათ შორის Socar-თან შედარებით, უფრო იაფად შევიძინოთ. ერთია, რომ ამ ხელშეკრულებაში გაზის შეძენის ვალდებულება არ გვაქვს. ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე თუ დაგვჭირდება შევიძენთ, თუ არ დაგვჭირდება არ შევიძენთ. ვთვლი, რომ ეს არის საკმაოდ კარგი ტარიფია", - განაცხადა გიორგი კალანდაძემ.
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)