21:18 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 18:33:15, 1329 ნახვა

პოლიტიკა
გია ჯანდიერი: რუსეთს ხელში ვუგდებთ შესაძლებლობას, ჩვენი განვითარება შეზღუდოს

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტ გია ჯანდიერს უჭირს თქმა, ეკონომიკურად წამგებიანია თუ არა  ხელშეკრულება, რომლის გაფორმებასაც ქართული მხარე  „გაზპრომ ექსპორტთან“  აპირებს. თუმცა, ჯანდიერი აღნიშნავს, რომ პოლიტიკურად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება კარგი არ არის.

2-წლიანი ხელშეკრულების თანახმად,  საქართველო „გაზპრომისგან“ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს. გია ჯანდიერის შეფასებით, რუსეთს ეძლევა საშუალება, საქართველოს განვითარება  შეზღუდოს:

„ეკონომიკურად წამგებიანია თუარა ამას ვერ გეტყვით, რადგან რა წერია შიგნით უნდა ვნახოთ. როდესაც ამბობენ , რომ 185 დოლარით გვაძლევენო, რას გვაძლევენ და როდის, ესეც არ არის ცნობილი. ამას გარდა იაფია თუ არა, ესეც არაა ცნობილი.დღესდღეობით ბუნებრივი გაზის საფასური მსოფლიო ბაზარზე დაცემულია.რაც შეეხება პოლიტიკურად, პოლიტიკურად ერთმნიშვნელოვნად წამგებიანია იმიტომ, რომ ხელში  ვუგდებთ რუსეთს შესაძლებლობას, მანიპულაცია მოაწყოს ამ თემით, შეზღუდოს ჩვენი განვითარება და ასე შემდეგ. პოლიტიკურად არ არის კარგი გადაწყვეტილება“, - განუცხადა გია ჯანდიერმა „ესპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული ხელშეკრულებით, საქართველო „გაზპრომისგან“ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს.

რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, კალაძის მტკიცებით, ეს ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ამასთან, მინისტრის თქმით, ხელშეკრულება 2 წლიანია და პირველ წელს ტრანზიტის საფასურის ანაზღაურება ნაწილობრივ ნედლეულით მოხდება, მეორე წელს კი სრულად ფულად ანაზღაურებაზე გადავლენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics