11:15 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 18:09:58, 2268 ნახვა

ეკონომიკა
რესპუბლიკური კლინიკური ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს აუქციონი დასრულდა

რესპუბლიკური კლინიკური ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს აუქციონი დასრულდა, - ამის შესახებ განცხადებას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის (ს/კ 248384234) პრივატიზების მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი დასრულდა: ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს 100 პროცენტიანი წილი 2 მლნ. 5 ათას ლარად გაიყიდა.

"ბოლო პერიოდში რესპუბლიკური კლინიკური ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს  პრივატიზების ირგვლივ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის (ს/კ 248384234) პრივატიზების მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი დასრულდა: ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს 100 პროცენტიანი წილი 2 მლნ. 5 ათას ლარად გაიყიდა. სულ ვაჭრობისას გაკეთდა 762 ბიჯი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული ქონება ელექტრონულ პირობებიან აუქციონზე 100 000 ლარად ჰქონდა გამოტანილი. 

შეგახსენებთ, საავადმყოფოს გასხვისების ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 თვის ვადაში უნდა დაიწყოს შენობისათვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებიც უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 36 თვის ვადაში. პირობებიანი აუქციონის მთავარი მოთხოვნაა, რომ შემსყიდველმა კომპანიამ 50 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა შეინარჩუნოს არსებული სამედიცინო (ფსიქიატრიული) პროფილი. გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია. აუქციონის პირობების თანახმად გამარჯვებულმა პირმა ნასყიდობის საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics