17:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 15:09:12, 1802 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გელა ვასაძე: ყველანაირად აჯობებდა, „გაზპრომისგან“ ტრანზიტის საფასური ნედლეულის სახით მიგვეღო

ექსპერტის საერთაშორისო საკითხებში, გელა ვასაძის განცხადებით, თუ „გაზპრომის“ მიერ გადახდილი თანხა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საქართველომ აზერბაიჯანიდან გაზი უპრობლემოდ შეისყიდოს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ნორმალური მოლაპარაკების შედეგია.

ამის შესახებ ვასაძემ „ექსპრესნიუსს“ მთავრობასა და გაზპრომს შორის მიღებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს.

მისივე განმარტებით, თუ გადახდილი საფასური აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შესაძენად საკმარისი არ იქნება, ქვეყანა დაზარალდება.

"ყველანაირად აჯობებდა, რომ ნედლეულის სახით მიგვეღო ტრანზიტის საფასური. რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ ვერ გეტყვით, იქიდან გამოდინარე, რომ საზოგადოებისთვის დეტალები და კერძოდ ტრანზიტის ფულადი საფასური უცნობია. ამასთან, თუ ფულადი საფასური ისეთი იქნება, რომ ამ თანხით ჩვენ აზერბაიჯანიდან გაზს უპრობლემოდ შევისყიდით, მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ნორმალური მოლაპარაკების შედეგია. თუმცა, თუ საფასური საკმარისი არ იქნება, ქვეყანა დაზარალდება და აქედან გამომდინარე დათმობებზე წასვლა არ შეიძლებოდა", - განაცხადა ვასაძემ.

მისივე თქმით, თუ სქემა განხორციელდა, ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაარტყავს.

"ახლა "გაზპრომი" ყველანაირად შეეცდება, რომ გაზარდოს თავისი წილი საქართველოს ბაზარზე და ერთადერთი ხერხია იმის, რომ ფული გადაგვიხადოს და მერე თავისი ფასით მოგვყიდოს საკუთარი ბუნებრივი აირი. ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ეს სქემა თუ განხორციელდა, რა თქმა უნდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაარტყავს", - აღნიშნა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics