|
2017-01-11 14:40:59, 2241 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
მთავრობამ გალარების ერთჯერადი პროგრამა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება და დაამტკიცა უცხოური სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამა. მისი მოქმედება 2017 წლის 17 იანვარს დაიწყება და 2 თვეს გასტანს. მთავრობის დადგენილებით, გალარების პროგრამის განხორციელება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს დაევალა. მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედია საშუალებებისთვის კომენტარი გააკეთა. „2017 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უნდა დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება. ამის შესაბამისად, დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობას წარვუდგინეთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მთავრობა მოახდენს სესხების გალარების სუბსიდირებას. მინდა მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს 2015 წლის განმავლობაში. ამავედროს, მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ლი იანვრისთვის, თუმცა,იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამშემთხვევაში, 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს საქართველოს მთავრობა. აქვემინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია მსესხებელს ჰქონდეს მეტი სესხი, თუმცა იმ ნაწილზე საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას არ განახორციელებს და ეს იქნება მსესხებლის გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულით ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება იმიტომ, რომ მსესხებლებს, რომლებსაც ყოველთვიურად უწევდათ ვალუტის შეძენა, მათი შემოსავლების კვალდაკვალ სესხის დასაფარავად, ამის გაკეთება არ მოუწევთ. ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს და ამისთვის საჭირო ლარის რესუსს. მისივე თქმით, სტატისტიკურად ერთჯერადი გალარების სუბსიდია შესაძლებელია დაახლოებით 33 ათას სესხს შეეხოს.რაც შეეხება მსესხებლების რაოდენობას, მისი თქმით, მათი ოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმდება კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების და მიმართვიანობის რაოდენობა. „საბოლოო ჯამში, პროგრამის მიზანია ვალუტის რყევების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირება სესხების მომსახურების ნაწილში, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას აღარ გაეზრდება და შეუმცირდება ყოველთვიური გადასახადი, რასაც ისინი, ვალუტის რყევის შემთხვევაში, სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში იხდიდნენ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)