17:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 12:24:11, 1586 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ლევან ჟორჟოლიანი: 2016 წელს გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება 176 ობიექტზე განხორციელდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა შრომის ინსპექტირების 2016 წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება 176 ობიექტზე განხორციელდა.

„იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით, 99 კომპანია შემოწმდა. შრომითი ექსპლუატაციის  შესაძლო ნიშნების არსებობის გამო ერთი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, შრომის ინსპექტორებმა 7 უბედური შემთხვევა გამოიკვლიეს. 176 ობიექტზე შემოწმების შედეგად გამოვლინდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობის - 155, ელექტრო უსაფრთხოების გაუმართაობის - 80, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობის - 63, კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობის - 14, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობის - 17, მიკროკლიმატის დაუცველობის - 70, მომეტებული საწარმო  ხმაურის - 18, მომეტებული მტვრიანობის - 11 და სხვა ტიპის შემთხვევები“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ შრომის ინსპექტირების ინსტიტუტის ეფექტიანობაზე განმეორებითი შემოწმების შედეგებიც მეტყველებს.

ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, 157 ობიექტზე ჩატარებული რემონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მნიშვნელოვნად გამოსწორდა კომპანიებში ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტროსისტემები, გაუმჯობესდა კოლექტიური დაცვის საშუალებები, დასაქმებულებს მიეწოდათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

„ამავე წელს, შემოწმების პროცესის სრულყოფის მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ტემპერატურის, ტენიანობის, მტვრის, განათების, ხმაურის მზომი ხელსაწყოები შეისყიდა. შრომის ინსპექტორებს კი სპეციალური ტრენინგები  ჩაუტარდათ. მომზადდა „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“  კანონპროექტი“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მან დეპარტამენტის პრიორიტეტებზეც ისაუბრა:

„2017 წელს დეპარტამენტის პრიორიტეტს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით ნებაყოფლობითიდან სავალდებულო ინსპექტირებაზე გადასვლისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზება, ინსპექტორების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, სერტიფიცირება, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა წარმოადგენს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics