21:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 10:28:59, 1033 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ და მევლუთ ჩავუშოღლუმ საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების აუცილებლობაზე ისაუბრეს

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის დღის წესრიგში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო შეხვედრის გამართვის საკითხზე. ამასთან, მინისტრებმა დააფიქსირეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის აუცილებლობა.

შეხვედრაზე მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხში აქტიური მხარდაჭერისთვის.

ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების წარმატებულ დინამიკას და დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გაღრმავების საერთო ინტერესი.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის დროულად ამოქმედების აუცილებლობა და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელების მნიშვნელობა.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს და ეს 25 წელი იყო სამაგალითო ჩვენი პარტნიორობით, თანამშრომლობით და მეგობრობით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები და ამ ურთიერთობებზე დაყრდნობით ვავითარებთ ასევე შესანიშნავ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ ერთად ვავითარებთ რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებს, როგორიც არის რკინიგზა, ენერგო პროექტები, ელექტროენერგიის ტრანზიტი და სხვა, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მეზობლებისთვის და რეგიონისთვის, ისე ევროპისთვის", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics