|
2017-01-10 17:59:29, 1035 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძეგლების განადგურება შეწყვიტოს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით, გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლის - VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარის, სამაროვანის, ეკლესიის ნანგრევის და ასევე XX ს-ის შუახანების პოლონელთა სასაფლაოს განადგურების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში უწყება აღნიშნავს, სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული დაზიანება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ კი "შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის" 1954 წლის კონვენციას, ასევე "კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების" შესახებ UNESCO-ს 2003 წლისდეკლარაციის პრინციპებს. "საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების მორიგ ფაქტს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრაქტიკა. აღნიშნული უკანონო ქმედება კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული დაზიანება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ კი "შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის" 1954 წლის კონვენციას, ასევე "კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების" შესახებ UNESCO-ს 2003 წლისდეკლარაციის პრინციპებს. სამინისტრო მოუწოდებს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას,UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენრუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა მე-19 საუკუნის ეკლესია და პოლონელთა სასაფლაო გაანადგურეს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)