|
2017-01-10 14:27:10, 1293 ნახვა
პოლიტიკა
სოფიო კილაძე: იმედი მაქვს, პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის გამოსვლა კონსტრუქციული იქნება
ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფიო კილაძის განცხადებით, წინასწარ ვერ ისაუბრებს იმის შესახებ, თუ რა საკითხებზე გაამახვილებს პრეზიდენტი ყურადღებას პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. თუმცა იგი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა კონსტრუქციული იქნება. კილაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მხრიდან ობიექტურობა შენარჩუნდეს. „წინასწარ ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუ რაზე ისაუბრებს პრეზიდენტი და როგორი იქნება მისი გამოსვლა. უმრავლესობის მხრიდან არის ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა შეთავაზებული და ჩვენ ამ თანამშრომლობისთვის ღია ვართ. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ იმ მიზნებს, რომლებიც ყველას ერთად გვაქვს. დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის გამოსვლა იქნება კონსტრუქციული, თუმცა ეს არ გამორიცხავს კრიტიკულ მოსაზრებებს, მაგრამ ზოგადად ის, რომ ობიექტურობა იყოს მისი მხრიდან შენარჩუნებული, მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა კილაძემ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)