18:25 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 13:52:37, 1577 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა მე-19 საუკუნის ეკლესია და პოლონელთა სასაფლაო გაანადგურეს

აფხაზეთში, სოფელ წებელდაში მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული ეკლესია და პოლონელთა სასაფლაო გაანადგურეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 2011 წელს ე.წ მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებების ჩასატარებლად, “თავდაცვის სამინისტროს” გადაეცა. "უწყების" განკარგულებით, რამდენიმე დღის წინ მომავალი პოლიგონის ტერიტორიაზე ეკლესია და სასაფლაო ბულდოზერით მიწასთან გაასწორეს.

“სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის“ გრიგორი კალაიჯანის და აფხაზი „დეპუტატის“ გენადი შინკუბას განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით, სამუშაოები დროებით შეჩერებულია.

როგორც კალაიჯანმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის პოლიგონები საცხოვრებელი ადგილებიდან შორს უნდა იქმნებოდეს. მისივე თქმით, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე დიდი ხანია, სამხედრო სწავლებები იმართება, რაც სოფლის მცხოვრებლებისთვის საშიშროებაა და ზიანს აყენებს მათ სახლებს და საქონელს.

ამასთან, სააგენოს ინფორმაციით, სამხედრო პოლიგონის მახლობლად ასევე მდებარეობს ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალი „წებელდის ციხესიმაგრე“, რომელსაც, სამხედრო სწავლებების გამო, განადგურების საფრთხე ემუქრება.

ცნობისთვის, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში რეგისტრირებული ტაძარი, წებელდაში კომპაქტურად ჩასახლებულმა პოლონელებმა საბჭოთა კავშირის დროს ააგეს. იქვე იყო მათი სასაფლაოც. ეკლესიის ფუნდამენტი და ნანგრევების ფრაგმენტები შემორჩენილი იყო.

ამ დროისთვის, ყველა სამუშაო შეჩერებულია. ძეგლის ბედი აფხაზეთის ე.წ. არქეოლოგიურ კომისიაში გადაწყდება. ჯერ უცნობია, თუ ვინ გასცა დანგრევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება და იყო თუ არა ის "უწყებებთან" შეთანხმებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics