|
2017-01-10 12:44:06, 1889 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტომ ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცეში განსათავსებლად კომპანიების შერჩევა დაიწყო
საერთო სამუშაო სივრცე ტექნოპარკის ერთ-ერთი სერვისია, რომელიც სტარტაპებს უფასო საოფისე ფართს სთავაზობს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაო მაგიდებს ან იზოლირებულ ოთახს კონკურსის წესით შერჩეული დამწყები ბიზნესმენები 3-დან 12 თვემდე დაიკავებენ და თანაც სრულ განაკვეთზე შეეძლებათ მუშაობა. მათივე ინფორმაციით, განცხადების მიღების ბოლო ვადა 20 იანვარია. მონაწილეთა გასაუბრება კი 20-იდან 30 იანვრამდე გაიმართება. ტექნოპარკი აგრძელებს ქართული ახალგაზრდა კომპანიების ხელშეწყობას და მათთვის ქმნის ინოვაციურ და კრეატიულ სამუშაო გარემოს. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია განვითარდე, შეძლო მეტი, ისწავლო პროფესიონალებისაგან და გაიზიარო სხვა გუნდების გამოცდილება. ყოველი წევრი საინტერესო და ამბიციურ პროექტზე მუშაობს, იზრდება ყოველდღიურად და ყალიბდება გლობალურ ბაზარზე ორიენტირებულ პროგრესულ კომპანიად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთო სამუშაო სივრცის წევრებს ტექნოპარკი სხვა მომსახურებებსაც სთავაზობს. მათ აქვთ წვდომა ბიზნეს ინკუბატორის წევრებთან, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან. ხვდებიან ყველაზე წარმატებულ და გამოცდილ მენტორებს, რაც ხელს უწყობს მათი ბიზნესისა და პროფესიონალურ განვითარებას. რეზიდენტებისთვის ხშირად იგეგმება გაცნობითი სახის ღონისძიებები სტარტაპ საზოგადოებასთან, სხვადასხვა ტიპის ტრენინგები და პრეზენტაციები. ტენოპარკის საერთო სამუშაო სივრცის წევრ სტარტაპებს საშუალება ეძლევათ ტექნოპარკში გამოიყენონ არსებული Intel-ის, HP-ისა და Samsung-ის შოურუმები, მათში განთავსებული მაღალტექნოლოგიური ტექნიკა და გატესტონ, დაამუშაონ, გააუმჯობესონ თავიანთი ინოვაციური პროდუქტი. გუნდის წევრებისათვის ტექნოპარკის ფაბლაბის კარებიც ღიაა, იმისათვის, რომ შეძლონ ნებისმიერი სახის პროტოტიპირება. მათ, ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ სატრენინგო ოთახების, საკონფერენციო დარბაზის რესურსი და ბიზნეს კონსულტანტების მომსახურება. სტარტაპებს კონსულტაციებს ტექნოპარკში მუდმივად განთავსებული კომპანიები- საქპატენტი, დელოიტი და მართვის აკადემია გაუწევს. ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცე ქმნის სასწავლო გარემოს და აყალიბებს ძლიერ სამუშაო კულტურას. აღნიშნულ გარემოში, სივრცის წევრების დახმარებით, სტარტაპებს მიეცემათ უდიდესი შესაძლებლობები ბიზნესის განვითარების მხრივ: ბიზნესის სწრაფი განვითარება, პირადი და პროფესიონალური ქსელის გაზრდა, ახალი კლიენტების მოძიება და შემოსავლის გაზრდა, ნიჭიერი სპეციალისტების დასაქმება, პროდუქტიულობა, იზოლირებული სამუშაო გარემო, მოტივაციის გაზრდა და შემოქმედებითი უნარების გამომუშავება, ბიზნეს იდეების და პროექტების შეფასება და კონსულტაცია, პროფესიონალურ გარემოში მუშაობა, მორგებადი სამუშაო გარემო დაბარიერების გადალახვა. ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცე ხელს უწობს ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბებას და განვითარებას. ის აკავშირებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს და მენტორებს და ამით ხელს უწყობს ინოვაციური პროდუქტების შექმნას, თანამშრომლობის და დასაქმების პერსპექტივას და წვდომას უსაზღვრო შესაძლებლობებთან. საბოლოო ჯამში, მსგავსი საზოგადოება შექმნის იდეალურ ეკოსისტემას ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისთვის. https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdYez_xGYbTS_fUx9IxeLvNgKemcClylns6IvEwafFSDPhofg/viewform?fbzx=4752612363208513000 (NS)
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)