|
2017-01-10 11:47:54, 1031 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისსა და გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისსა და გორში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება იმერეთის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ. უწყების ინფორმაციით, გორში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს და ასევე იმ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში იყვნენ რეგისტრირებულები და რეგისტრაციის ადგილი 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ შეიცვალეს. განაცხადები მიიღება 2017 წლის პირველ მარტამდე. დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი; ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N27; ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6. გარდა ჩამოთვლილი მისამართებისა, გორში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შესაძლებელია გორში, შმაგის ქ. N1-ში. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)