|
2017-01-09 19:38:49, 1483 ნახვა
პოლიტიკა
ჩავუშოღლუ: რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოს შესახებ პოზიციები არ გადაიხედება
თურქეთისთვის რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ანკარა საქართველოს შესახებ პოზიციებს არ გადახედავს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, ელჩების მე-9 კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. როგორც საქართველოს მეზობელი ქვეყნის საგარეო მინისტრმა აღნიშნა, რუსეთთან დიალოგი მრავალი კონფლიქტის დარეგულირების საშუალებას იძლევა. თურქეთისთვის რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ითვალისწინებს ანკარას პოზიციის გადახედვას უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მინისტრმა. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთთან ერთად სირიის საკითხზე ურთიერთქმედებებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თურქეთი ყველა ქვეყნისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ სირიაში მშვიდობა იყოს და ანკარა ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ზავი დამყარდეს. ამერიკასთან დაკავშირებით ჩავუშოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები მომავალში აღარ გაიმეორებს ადრე დაშვებულ მთელ რიგ შეცდომებს. პირველ რიგში კი, მისი თქმით, თურქეთი იმედოვნებს, რომ აშშ ფეთჰულა გიულენის ექსტრადირებას განახორციელებს. აქვე, ევროკავშირთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარის მონაწილეობის გარეშე ევროკავშირის ნებისმიერი ნაბიჯი არასრული იქნება.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)