2017-01-09 17:40:51, 2501 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს გამყარების ტენდენცია აქვს
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა და მისი შეძენა 2.7425 არის შესაძლებელი,
გამოცემის ვებგვერდზე განთავსებული ინფომრაციის თანახმად, დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2.7287 - 2.7525.
ცნობისთვის, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.7487 კურსით დაიწყო და 0.27%-იანი გამყარება ფიქსირდება.
ცნობისთვის, თბილისის დროით 17:00 საათზე 1 დოლარის ღირებულება Bloomberg-ზე 2.7400 ლარი იყო, გუშინ კი, მისი შეძენა 2.7500 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა.
Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, 3 იანვრიდან ლარი დოლართან მიმართებაში 2.6550-დან 2.7650-მდე მერყეობდა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან