19:53 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 15:57:21, 1187 ნახვა

პოლიტიკა
საყვარელიძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე: გაყოფა ორივე მხარისათვის წამგებიანი იქნება

„გაყოფა რა თქმა უნდა ორივე მხარისათვის წამგებიანი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს, ის ეტაპი დადგა, როდესაც მათ ერთად ყოფნას წამგებიანობა ურჩევნიათ“, - ამის შესახებ  ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძემ „ექსპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით  განუცხადა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, გაყოფის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტიისთვის საფრთხე აღარ იქნება.

„ალბათ თითოეულ მხარეს დიდი ხნის გადახარშული აქვთ  ეს საკითხი, რა მოხდება მომავალში. სავარაუდოა, რომ ის ჯგუფი, რომელიც სააკაშვილს ემიჯნება, დამოუკიდებელ მოქმედებას დაიწყებს, ხოლო  ის ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის შენარჩუნებას ცდილობს, მისი სახელით გააგრძელებს მოღვაწეობას. პერსპექტივის მხრივ, არ მგონია, რომ უსააკაშვილო, ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფმა არსებითად უფრო დიდი შედეგები მიიღოს, ვიდრე იმ ჯგუფმა, რომელმაც სააკაშვილის გარეშე სცადა 2016 წლის  არჩევნებში მონაწილეობა. ცხოვრებამ უკვე გვიჩვენა, მოსახლეობას რა რეაქცია აქვს ასეთ ჯგუფებზე და ვნახეთ, რომ პაატა ბურჭულაძესთან ერთად მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ვერ შეძლეს.  ამ ჯგუფმა შეიძლება მეტნაკლებად უკეთესი შედეგი აჩვენოს, მაგრამ არსებითად ეს აღარ იქნება სახელისუფლო პარტიისთვის საფრთხე.  ანალოგიურად ალბათ, სახელისუფლო პარტიისთვის ნაკლები საფრთხე იქნება ის გუნდიც, რომელიც სააკაშვილს დაიტოვებს ლიდერად, იმიტომ, რომ თვითონ სააკაშვილი არის ძალიან ხშირად მომხრეთა დაკარგვის მიზეზი. ასე რომ ორივე მხარისთვის გაყოფა რა თქმა უნდა წამგებიანი იქნება, მაგრამ როგორც ჩანს ის ეტაპი დადგა, როდესაც მხარეებს წამგებიანობა ურჩევნიათ ვიდრე ერთად ყოფნა“, - განაცხადა  რამაზ საყვარელიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics