19:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-07 11:18:18, 1250 ნახვა

საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესის ნაწილი დღეს შობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესის ნაწილი დღეს შობას აღნიშნავს.

ქრისტეშობა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია. 
ქრისტეს შობის დროს ისრაელის ქვეყანა ცალკე სამეფოს აღარ შეადგენდა და ემორჩილებოდა რომის იმპერატორს, ანუ კეისარს. მაშინდელმა კეისარმა მოინდომა, შეეტყო, რამდენი სული მცხოვრები იყო მის საბრძანებელში. ამისთვის გასცა ბრძანება: ყოველი ჩემი ქვეშევრდომი გამოცხადდეს იმ ქალაქში, რომელსაც ეკუთვნოდნენ მისი წინაპარნი, და იქ ჩაეწეროსო.
იოსები და მარიამი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ. ხოლო ამ მეფის სამშობლო ქალაქი იყო ბეთლემი. ამიტომ იოსები და მარიამი ნაზარეთიდან ბეთლემს უნდა წასულიყვნენ და იქ ჩაწერილიყვნენ.
გზაზე დაუგვიანდათ და მხოლოდ ბინდისას მივიდნენ ბეთლემში. ქალაქი მთლად გავსებული დახვდათ მოსული ხალხით და ბინა ვეღარ იშოვეს. ქალაქის განაპირას გავიდნენ და შეეფარნენ გამოქვაბულს, სადაც მწყემსებს საქონელი შეუდიოდათ ავდრის დროს.
სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს დრო მშობიარობისა. შვა ძე, შეახვია და ჩააწვინა ბაგაში. ამგვარი სახით აღსრულდა წინასწარმეტყველისსიტყვა, რომელიც ამბობდა, ქრისტე ბეთლემში დაიბადებაო.
ყველაზე ადრე ქრისტეს შობა შეიტყვეს იქაურმა მწყემსებმა. ეს მწყემსები საქონელს უდგნენ ღამით და აძოვებდნენ ქალაქის ახლოს. უცებ ცაში რაღაცამ გაანათა და მათ ჰაერში დაინახეს ადამიანის მსგავსი ფრთიანი სულიერი – ბრწყინვალე ანგელოზი. მწყემსები ძლიერ შეშინდნენ.
ანგელოზმა მაღლიდან ჩამოსძახა: „ნუ გეშინიათ, მე გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს, – ეს არის ახლა დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი. და, აი, ამის ნიშანიც: თქვენ იპოვით ახალშობილს ჩვრებში გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს.”
რაწამს ეს სიტყვები თქვა ანგელოზმა, მის გვერდით გაჩნდა მთელი გუნდი სხვა ანგელოზებისა და მათ ერთად იწყეს გალობა: „დიდებამაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
ამ გალობით ანგელოზები წავიდნენ მაღლა-მაღლა და გაქრნენ ცაში.
როცა მწყემსები გონზე მოვიდნენ, საჩქაროდ გასწიეს ბეთლემში, იპოვეს გამოქვაბული, შევიდნენ შიგ, ნახეს ბაგაში მწოლარე პატარა იესოდა თაყვანის სცეს მას, ვითარცა ღმერთს.
შემდეგ იოსები და მარიამი დაბრუნდნენ ნაზარეთში. აქ იესო იზრდებოდა დედ-მამის მორჩილებაში, ივსებოდა სიბრძნით და მადლი უფლისაიყო მის ზედა. თანაც მამობილს შველოდა დურგლობაში, რომელიც მშვენივრად შეისწავლა.
საქართველოში შობას ძველი სტილით, ანუ იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. იულიუსის კალენდარი 325 წელს მიიღო. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ და  ეკლესია მას დღემდე იცავს.
25 დეკემბერს ქრისტეშობას 10 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ესენია: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და ამერიკის,
ხოლო 7 იანვარს ქრისტეშობას 5 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია ხვდება: იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, პოლონეთის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics