|
2017-01-07 10:25:01, 1193 ნახვა
საზოგადოება
ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე დღეს საშობაო მსვლელობა გაიმართება
შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე დღეს მსვლელობა გაიმართება. მასში მონაწილეობას საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტიქაროსნები და მრევლი მიიღებს. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას. მსვლელობაში მონაწილეთა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში მივა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ნობათს გადასცემს. ამის შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება. ალილოში მონაწილეთა ერთი ჯგუფი ამჯერად პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს. მათ ქვყნის პირველი პირი ტკბილეულს გადასცემს. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან. ცნობისთვის, ალილო ტრადიციად 2000 წლიდან იქცა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)