2017-01-06 18:08:08, 1789 ნახვა
საზოგადოება
ხათუნა პაიჭაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მთავარ კონსულტანტად დაინიშნა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მთავარ კონსულტანტად მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პროფესიით ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე დაინიშნა.
ინფორმაცია ამის შესახებ პაიჭაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა.
ცნობისთვის, პაიჭაძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი. ასევე მუშაობდა მედია "პალიტრაში", ტელეკომპანია "იმედში“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან