2017-01-06 17:03:12, 3100 ნახვა
ეკონომიკა
ლარმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7674 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.7303 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0371 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.9334 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.8649 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0685 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ლარი უკრაინული გრივნის გარდა, ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.

ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან