|
2017-01-06 12:42:30, 1475 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ახალი გენდირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განმეორებითი კენჭისყრისას ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო. ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, პირველ ტურში, რომელზეც 5-დან ერთი კანდიდატი უნდა აერჩიათ, მეურვეთა ხმები ასე გადანაწილდა: ვასილ მაღლაფერიძე - 4; თინათინ ბერძენიშვილი - 2; ნინო ზაუტაშვილი -1; ნათია კუპრაშვილი - 1; ზაალ ანჯაფარიძე - 0. მაუწყებლის ბორდი ამჟამად 8 მეურვისგან შედგება. გენერალური დირექტორის შესარჩევად, მინიმუმ 5 მეურვის ხმა იყო საჭირო. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ერთ-ერთი კანდიდატი ბაჩუკი ბახტაძე მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა, ხოლო 14 კანდიდატიდან საბჭომ მეორე ტურისთვის 5 შეარჩია. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. მანამდე აღნიშნულ თანამდებობას გიორგი ბარათაშვილი იკავებდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)