2017-01-06 12:22:15, 1099 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნა.
საჭირო ხუთი ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.
კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა - ვასილ მაღლაფერიძე 4 ხმა, თინათინ ბერძენიშვილი 2 ხმა, ნინო ზაუტაშვიული 1 ხმა, ნათია კუპრაშვილი 1 ხმა, ხოლო ზაალ ანჯაფარიძისთვის მხარი საბჭოს არცერთ წევრს არ დაუჭერია.
მეორე ტურში ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი გადავიდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან