|
2015-03-27 10:26:44, 311 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ საბერძნეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან ევროპულ საქმეებში ნიკოლაოს ხუნდისთან, საბერძნეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გეორგიოს ვარემენოსთან და საბერძნეთის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრთან ოლგა იეროვალისისთან („სირიზა“) ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვედრები ქ.ათენში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა ბერძნულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშითან ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. კერძოდ, ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტითვის მზადებასა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესი და სამიტზე ქვეყანა შესრულებული ვალდებულებებით წარსდგება და შესაბამისად, საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების კუთხით დაფიქსირებული პროგრესი ადექვატურად აისახება სამიტის გადაწყვეტილებებში. სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ასევე წარმატებით გაგრძელდება და რიგის სამიტამდე დასრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის, საკანონმდებლო ორგანოების მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ დადებითი რეკომენდაციის მიღების მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური მესიჯი საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის. თავის მხრივ, ბერძნული მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ევროკავშირში ინტერგაციის პროცესში საქართველოს სრული მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ საბერძნეთის ხელისუფლება ინფორმირებულია ქართული მხარის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების შესახებ და შესაბამისად, საბერძნეთის ხელისუფლება მხარს დაუჭერს ა3ღნიშნულ საკითხში საქართველოსთვის დადებით გადაწყვეტილებას. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა დავით ბაქრაძის შეხვედრები ადგილობრივი ტელე, რადიო და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან.
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)