19:38 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 10:04:05, 379 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში იმიტირებული პროცესი სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ჩაატარეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის II” ფინალური ეტაპი გაიმართა. 

პროექტი იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სასაწავლო ცენტრის მიერ ერთობლივად განხორციელდა. პროექტში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 პროცესზე "ბრალდებულს", "მოსამართლეს", "პროკურორსა" და "ადვოკატს" სკოლის მოსწავლეები განასახიერებდნენ, „ნაფიცმსაჯულების“ როლი კი სტუდენტებს ერგოთ. „სხდომაზე“ „განზრახ მკვლელობის მუხლით“ აღძრული „საქმე“ განიხილეს. ჟიურიმ შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით პროცესის 3 საუკეთესო მონაწილე გამოავლინა, რომლებსაც სს „ბაზისბანკისგან“ საჩუქრად  პლანშეტები გადაეცათ.

საუკეთესოებად დასახელდნენ „პროკურორი“ ლუკა ხაბაზიშვილი, „ბრალდების მოწმეები“ ნინო გაგოძე და უჩა ოდიშელიძე. პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და იურიდიული შინაარსის ლიტერატურა გადაეცა.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლელა ცერცვაძე, „ბაზისბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ხადური და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება თორნიკე დარჯანია.

პროექტის მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება, სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამართლის დარგით და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარებამდე მონაწილეებმა იუსტიციის სასაწავლო ცენტრში იმიტირებული პროცესის სპეციფიკის, სისხლის სამართლისა და იმიტირებული პროცესის განსახილველი საქმის შესახებ ტრენინგი გაიარეს.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics