18:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-04 19:17:56, 1035 ნახვა

საზოგადოება
„განათლების შესახებ კანონპროექტში არის დებულებები, რომლებიც დაკონკრეტების პროცესში შეიძლება, დისკრიმინაციული იყოს“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები, დღეს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას და მის მოადგილეებს შეხვდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა  27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადმოცემული „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს.

პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პროექტი მოიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა და დაკონკრეტების პროცესში შეიძლება მიიღოს დისკრიმინაციული ხასიათი. ამასთან, აღინიშნა, რომ აუცილებელია ეს დებულებები დაიხვეწოს ზოგადი განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე და მათი დანერგვა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციური ღირებულებების, მათ შორის განათლების საყოველთაოობის და თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ კანონპროექტში არის მთელი რიგი დებულებები, რომლებიც დაკონკრეტების პროცესში, შეიძლება იყოს დისკრიმინაციული. ეს შეხედულება, ეს წუხილი ჩვენ გავუზიარეთ განათლების მინისტრს და მისგან მივიღეთ თანხმობა, რომ დაკონკრეტების პროცესში, რეფორმის შემდეგ ეტაპებზე ამ დებულებების დაკონკრეტება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური ფასეულობების, განათლების საყოველთაოობის და მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე", - განახცადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების რეფორმის ხედვა, გაიზიარა პრეზიდენტის შეხედულებები და აღნიშნა, რომ რეფორმის შემდეგ ეტაპზე ყველა ხსენებული დებულება დაკონკრეტდება სწორედ ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ხელს აწერს ამ კანონპროექტს და  ყურადღებით მიადევნებს თვალს რეფორმის განხორციელების შემდეგ ეტაპებს.

„საქართველოს პარლამენტმა ეს კანოპროექტი მიიღო  დაჩქარებული წესით სამი მოსმენით ოთხ დღეში. ასეთ შემჭიდროვებულ ვადებში კანონპროექტის მიღებამ არ მისცა საშუალება დაინტერესებულ საზოგადოებას სიღრმისეულად შეესწავლა და ემსჯელა ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics