|
2017-01-04 13:32:21, 1366 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე სოფელ ყინჩაურის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ყინჩაურის აქციის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე. შეხვედრამ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ჩაიარა. მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს ყინჩაურელების მხრიდან დასმული საკითხები. პირდაპირი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების შედეგად ყინჩაურის აქციების ორგანიზატორებმა საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტა გადაწყვიტეს. უახლოეს დღეებში მთავრობის მხრიდან „აჭარისწყალ ჯორჯიასთან" შუამდგომლობით დაიწყება იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც გეოლოგების მხრიდან ადგილზე მდგომარობის შესწავლის შედეგად დაიდო. ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარის მთავრობა მაქსიმალურად მოახდენს საკითხის შესწავლას და იმოქმედებს როგორც მოსახლეობის, ისე ინვესტორების ინტერესების გათვალისწინებით. ზურაბ პატარაძე სოფელ ყინჩაურის წარმომადგენლებს შეხვდა. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)