|
2017-01-04 10:43:26, 2804 ნახვა
ეკონომიკა
2016 წელს ღვინის ექსპორტი 38%-ით გაიზარდა
2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობისა სამინისტროდან აცნობეს, საანგარიშო პერიოდში 113.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო ექსპორტირებულია, რაც 16%-ითმეტია 2015 წლის მაჩვენებელზე. უწყების ინფორმაციით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდამ 2015 წელთან შედარებით შეადგინა- 98% (5299149ბოთლი), უკრაინა - 70% (5811050), რუსეთი - 49% (27222076), პოლონეთი - 46% (2329820), კანადა - 34% (210936), ბელარუსი - 30% (1174362), დიდიბრიტანეთი -28% (97226), ესტონეთი - 25% (631632), ყირგიზეთი - 24% (230776),აშშ - 19% (294382), ლატვია - 19% (1258632), იაპონია - 15% (159654), გერმანია - 6% (292454), ჩეხეთი - 353% (119648)და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (27222076ბოთლი), უკრაინა (5811050), ჩინეთი (5299149), ყაზახეთი (3393435) და პოლონეთი (2329820). ამასთან, 2016 წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 367 886 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 43%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 23,12 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდამ2015წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა. ექსპორტირებულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შორის პირველ ადგილს იკავებს „ქინძმარაული“ – 7417333 ბოთლი, შემდეგ ხუთეულში მოდის „მუკუზანი“ – 2568547, „წინანდალი“ – 2023915, „ახაშენი“ – 923780 და „ხვანჭკარა“ – 413823 ბოთლი. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 194,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 146,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ კი 32% შეადგინა. (NS)
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ
ყაველაშვილის ცოლმა კიევში, ომის ფონზე შვიდ მარადიულ საყრდენზე ისაუბრა
ISW: პუტინმა ომის დაწყებიდან დონბასის აღების ბოლო ვადა 15-ჯერ გადადო
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)