18:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-04 10:24:25, 961 ნახვა

საზოგადოება
საზმაუს გენდირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფომრაციით, ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:  ზაალ ანჯაფარიძე - 6, ვასილ მაღლაფერიძე - 6 , ნინო ზაუტაშვილი - 5,  თინათინ ბერძენიშვილი - 8,  ნათია კუპრაშვილი - 8.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება დღეიდან დაიწყება.

პირველი გასაუბრება 11:00 საათზე ზაალ ანჯაფარიძესთან იქნება, 13:00 საათზე თინათინ ბერძენიშვილთან, 15:00 საათზე ნათია კუპრაშვილთან. ხოლო 5 იანვარს, 11:00 საათზე გასაუბრება ვასილ მაღლაფერიძესთან იქნება, 13:00 საათზე კი- ნინო ზაუტაშვილთან.

მეორე ტურში გადასული კანდიდატები 4 და 5 იანვარს საკუთარ კონცეფციებს წარადგენენ, საბოლოო კენჭისყრა  6 იანვარს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics