18:20 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-03 11:29:52, 837 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ახალი წლის ღამეს მაღალმთიანი აჭარის კურორტებს ესტუმრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით კურორტ გოდერძს, ბეშუმსა და ალპურ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ზურაბ პატარაძე აღნიშნულ ადგილებში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, რეგიონის პირველ პირთან ერთად იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ზურაბ პატარაძის თქმით, ზემომთიან აჭარაში ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტები არის უმნიშვნელოვანესი როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის განვითარებისათვის.

,,ახალი წლის ღამე ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ ბათუმში და დღეს უკვე მოგვეცა საშუალება, რომ ბედობა დღეს ვიმყოფებით აჭარის მაღალმთიანეთში და აქედან, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ახალი 2017 წელი და ბედობა მთელ აჭარას, ვუსურვო წარმატება, ხშირად დაგვბედებოდეს აქ ამოსვლა, იმიტომ, რომ მაღალმთიანი აჭარა არის ულამაზესი მხარე განვითარების დიდი პერესპექტივებით. ასევე მინდა აჭარის თითოეულ მოსახლეს ვუსურვო სიყვარული, სიკეთე და ძალიან ბევრი წარმატება",- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ახალ წელს ,,კურორტ გოდერძიზე" დამსვენებლები უკვე მეორე წელია აღნიშნავენ, აქ ამ ეტაპზე 6 კოტეჯი და 1 სასტუმრო ფინქციონირებს. სულ მალე კი ორი ახალი სასტუმრო კომპლექსი აშენდება.

კურორტ ბეშუმში მიმდინარე გზის, წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. დაგეგმილია ასევე კურორტისათვის ახალი ადმინისტრაციული შენობის აგება. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები კურორტ „ბეშუმის" არსებობის მანძილზე არ ჩატარებულა.

რაც შეეხება ,,გოდერძის სუბალპურ ბაღს", გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ, ე.წ. ,,შქერნალის" ტერიტორიაზე, კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო აღმოსავლეთით გაშენდება.

ბაღი ესაზღვრება მდინარე   ქვაბლიანის ხეობას. შერჩეული ტერიტორია მოიცავს 10 ჰა-მდე ფართობს ფერდობებით, გავაკებებებით, ჭარბტენიანი მონაკვეთებით, ბუნებრივი ტბით, წყაროთი და ნაკადულით.

ხულოში ახალი ალპური ბაღის არსებობა ხელს შეუწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმის განვითარებას, მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული მარშრუტების გამრავალფეროვნებას,სუბალპური ტყეების აღდგენითი ღონისძიებებისათვის სარგავი მასალის მიწოდებას. ბაღი ბეშუმის საზაფხულო კურორტისათვის სარეკრეაციო ფუნქციას შეიძენს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics