18:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-31 18:38:54, 1920 ნახვა

საზოგადოება
„მეტი პოზიტივი და სამართლიანობა“ - როგორ უნდა შევხვდეთ 2017 წელს

2017 წელი ცეცხლოვანი მამლის წელიწადია. დამდეგი წლის სიმბოლო ნატურით ძალიან თავდაჯერებული და ამაყია, ასევე კარგი მებრძოლია და ბრძოლაში დაუფიქრებლად ერთვება. ასტროლოგების ცნობით, 2017 წელი პასუხიმსგებლიანი და მამაცი ადამიანებისთვის წარმატებული იქნება. კიდევ უფრო საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იქნება აქტიური ადამიანებისთვის. სპეციალისტები გვირჩევენ, მომავალ წელს მობილიზებული ვიყოთ, წესრიგი დავამყაროთ საქმეებსა და სახლში. ნებისმიერ სიტუაციაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პოზიტივი.

„ექსპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, თუ როგორი წელი გველოდება წინ და ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს დაუკავშირდა.

ასტროლოგის თქმით, მამლის ცეცხლის ენერგია დინამიურობას და წინსვლას შეიცავს, თუმცა თუ ადამიანებს არ აქვთ სიფრთხილის ზომები დაცული, ცეცხლის ენერგია შესაძლოა დამანგრეველ ენერგიად გადაიქცეს. მისივე განმარტებით, მოსახლეობამ ენერგიასთან სწორი მოპყრობა უნდა ისწავლოს და აღმშენებლობისთვის გამოიყენოს.

"მამალი არის საუკეთესო ნიშანი მთავარსარდლების, რაინდების. ხასიათდება სრული სიმტკიცით, სიმამაცით, რაინდული ბუნებით, ორგანიზაციული ნიჭით, პროფესიული ალღოთი. ამასთან,  მამალს ასევე ნეგატიური თვისებებიც აქვს, როგორებიცაა ექსცენტრულობა, ეგოცენტრულობა, აგრესიულობა, სიფიცხე და მოიკოჭლებს დიპლომატიაში", - განაცხადა ვაწაძემ.

გარდა ამისა, ეს წელიწადი ძალიან კარგი იქნება, შემოქმედებითი სფეროებისთვის. ასევე სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის წარმოებისთვის.

"მამალი აგრესიულობით გამოირჩევა და ტაკტში მოიკოჭლებს, ამიტომ შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციები შეიქმნას. მით უფრო იმ ფონზე, რომ ყველაფრის გადასახადმა მოიმატა, იგივე ლარის გაუფასურების პრობლემაც, რომელიც მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენთან ადამიანები ძალიან მწვავედ განიცდიან. შეიძლება გაღიზიანებამ მოიმატოს მასებში. თუ სახელწმიფო არ დახვდა ამ ადამიანების გაღიზიანებას წინდახედულად, შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვას. წლის მთავარი ლოზუნგი არის სამართლიანობა და კანონმა უნდა იზეიმოს. შეიძლება მოხდეს კონფლიქტური სიტუაციები, მაგრამ ჩვენ თუ წინდახედულობას და დიპლომატიას ვიჩენთ, უფრო მსუბუქ ფორმებშია შესაძლებელი გამოსვლა", - განაცხადა ასტროლოგმა.

მისივე რჩევით, წინასაახალწლო მზადებასა და შეხვედრაში მეტი პოზიტივია საჭირო.

"მთავარია ადამიანი რა ენერგიას დებს ამ წელიწადის დახვედრაში. მნიშვნელობა არ არის რა წელიწადი მოდის, მთავარია პოზიტიურად დავხვდეთ და შესაბამისი შინაარსის მესიჯები გავუგზავნოთ სამყაროს", - აღნიშნა ქეთი ვაწაძემ.

რაც შეეხება საახალწლო სუფრის გაწყობას, მისი თქმით, წინასაახალწლო ყველა მზადება 31 დეკემბრის ატრიბუტიკაა, თუმცა მთავარი ატრიბუტი მაინც პოზიტიური განწყობაა.

"არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გედება საახალწლო სუფრაზე, მთავარია როგორი განწყობით მიუჯდები სუფრას, რა ენერგიას ჩადებ იმაში, რასაც აკეთებ. თუ ადამიანს არ აქვს საშუალება მდიდრული სუფრა გაშალოს, შეუძლია ერთი ლარნაკი მანდარინი და რამდენიმე კანფეტი დადოს, რაც უკვე საკმარისია. ჩვენ სამყაროში ვაგზავნით ჩვენს რწმენას, პოზიტიურ ენერგიას და იმას ვიბედებთ. ის საჭმელი, რომელიც წლების მიხედვით თემატურად არის შერჩეული, რეალურად არაფერ შუაში არ არის, ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ ვიყოთ შესაბამისი იმ წარმატებისა, რომელსაც მომავალი წელი გვპირდება. თუ ვინმესთვის ეს მნიშვნელოვანია და აღმოსავლური ტრადიციების მიხედვით სურს ახალი წლის შეხვედრა, მამალს ბოსტნეული, სალათები უყვარს, მითუმეტეს თუ ეს სალათები ბრინჯით და სიმინდით იქნება დამზადებული. აუცილებელია სუფრაზე ასევე, მწვანილიც იდოს. სუფრის გაწყობის დროს, შეიძლება ორი ჯამი დადოთ, ერთი სიმინდით, მეორე კი წყლით სავსე. ეს ყველაფერი განწყობის შესაქმნელად არის საჭირო. იგივე დატვირთვა აქვს გოზინაყს, რომელიც ერთგვარ ტრადიციად იქცა და წლიდან წლამდე სიტკბოს მატარებელი და შემომტანია ოჯახში", - განმარტა ასტროლოგმა.

ამასთან, კეთი ვაწაძის რჩევით, ახალი წლის შეხვედრისას რეკომენდირებული ფერი წითელია, რომელიც როგორც ნაძვის, ასევე სუფრისა და ტანსაცმლის ნაწილი უნდა იყოს.

"წელს მთავარი ფერი არის წითელი. ასევე მისი მონათესავო ფერები: წვინდის ფერი, ნარინჯის ფერი. შესაძლებელია ასევე, ოქროსფერი, ყავისფერი და ბეჟი. კარგია, თუ ის ოთახი, სადაც ნაძვის ხე დგას ამ ტონალობებში იქნება მოწყობილი, ასევე თვითონ ნაძვი სწორედ ამ ფერების სათამაშოებით და ლენტებით უნდა იყოს მორთული. რაც შეეხება სუფრის გაფორმებას, ის ასევე მხიარულ ფერებში უნდა იყოს გაწყობილი. წითელი ხელსახოცები, კარგია ოქროსფერი ან წითელი სანთლები, რადგან სანთელს გამწმენდი ენერგია და ასევე სადღესასწაულო განწყობა შემოაქვს", - განაცხადა ვაწაძემ.

რაც შეეხება მეკვლეს, როგორც ასტროლოგმა განმარტა, ადამიანი, რომელიც ახალი წლის ღამეს პირველი შემოვა ოჯახში, აუცილებლად ახლობელი უნდა იყოს. მანვე დასძინა, რომ ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უნდა შევხვდეთ.

"რაც შეეხება მეკვლეს ტრადიციას, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოცდილი ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობთ. თავისთავად უმჯობესია, რომ ახალ წელს ოჯახში, მეგობრების თანხლებით შევხვდეთ, რადგან მამალს დიდი აურზაური არ უყვარს. მეკვლეც აუცილებლად უნდა იყოს დიდი ხნის ნაცნობი, ან როგორც ამბობენ „კარგი ფეხის“ მქონე. სასურველია, რომ მოიტანოს სიმინდი, ხორბალი, წყვილი (2ცალი) მანდარინი. წყვილი მანდარინი ჟღერადობით ისმის, როგორც ოქრო", - აღნიშნა ვაწაძემ.

როგორი ცუდი პროგნოზიც არ უნდა იყოს, არ არსებობს ფატალურობა - უბრალოდ სამყაროდან მორიგ გაკვეთილებს, გამოცდილებას ვიღებთ და ახალ ეტაპზე გადავდივართ.

ამასთან, ასტროლოგის განცხადებით, როგორც არ უნდა შეფასდეს 2017 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, არ უნდა დავიჯეროთ, რადგან ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლდ ალბათობა, პოტენციალი, რომელიც ან გამართლდება ან არა.

"ვის ცხოვრებაში რა და როგორ მოხდება ეს უკვე ადამიანის პირად რუკაში ჩანს და იმ რუკაში ბევრი ნიუანსია, რომელიც შეიძლება გამართლდეს ან პირიქით. ნუ დავიზომბირებთ თავს, მით უფრო ის ადამიენები, ვისთვისაც კარგი პროგნოზი არ არის და მათ ეს სადმე წაიკითხეს ან გაიგეს. თუ ზოგადად ვისაუბრებთ, წლის ფავორიტი იქნება სასწორი, იმიტომ, რომ სასწორში გადის გამარჯვების პლანეტა იუპიტერი. ასევე გაუმართლდებთ სასწორის მონათესავე ნიშნებს, ტყუპებსა და მერწყულს - ეს იქნება სექტემბრამდე. ასევე კარგი პერიოდი იქნება ლომებისთვის და ვერძისთვის. რაც შეეხება მშვილდოსებს, შეიძლება ძალიან კარგი წელი იყოს, ოღონდ იმ მშვილდოსნებისთვის, რომლებიც ახალ ეტაპზე გადადიან. დაახლოებით ოქტომბრიდან წყლის ნიშნებისთვის კარგი წელი იქნება, ანუ თევზები, კირჩხიბი და მორიელი, ასევე მიწის ნიშნები - თხის რქა, კურო და ქალწული წარმატებულები იქნებიან. არ არსებობს ცუდი და კარგი წელი, არის - ამ წელს მეტი გაკვეთილი მაქვს სასწავლი და რომელიღაც სხვა წელს ნაკლები. სამწუხაროდ, კანფეტების საჭმელად არავინ ვიბადებით, ყველა ადამიანი სწორედ გამოცდილების ასაღებად მოვდივართ, უბრალოდ ზოგს, ვინც აუწყო სამყაროს ფეხი, მარტივად გამოსდის ამ გაკვეთილების ათვისება, ზოგს უფრო ძნელად", - დასძინა ქეთი ვაწაძემ.

მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს 31 დეკემბრის ღამეს და შესაბამის განწყობას.

"ახალი წლის პირველი დღე, იმუხტება პოზიტიური ენერგიით, ეს ყველაფერი აძლევს, ხასიათს, ფონს, მიმართულებას მთელ ახალ წელს. პირველი დღე შეეცადეთ რაც შეიძლება მხიარულად გაატაროთ, იმიტომ რომ მამალი შემოქმედებითია. მთავარია განწყობის თეორია", - განაცხადა ასტროლოგმა.

და ბოლოს, "ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რაც გაგვახალისებს, გაგვაბედნიერებს და პოზიტიურ განწყობას შეგვიქმნის".

„ექსპრესნიუსი“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 

 

ბელა არუთინოვი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics