18:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-31 17:02:02, 2125 ნახვა

პოლიტიკა
პროდასავლური განწყობის მქონე ლიდერები ქართული პოლიტიკის ჩრდილში

2016 წელი პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური გამოდგა. ქვეყნისთვის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი მოვლენა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო.  არჩევნებში მონაწილეობის განაცხადი როგორც არსებულმა, ისე ახლად შექმნილმა პოლიტიკურმა პარტიებმა გააკეთეს. მათ შორის იყვნენ  „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი პოლიტიკოსების მიერ   დაფუძნებული პარტიები და პოლიტიკური მოძრაობები. ასევე წინასაარჩევნოდ ბლოკი შექმნეს  ცალკეულმა არასაპარლამენტო პარტიებმა(პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია).

პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩის“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ახალი საქართველოს“ საარჩევნო ბლოკთან გაერთიანდა და  შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“. თუმცა მოგვიანებით, ახალმა პოლიტიკურმა  ცენტრმა "გირჩი"   არჩევნებში  მონაწილეობა აღარ მიიღო-მან ბურჭულაძის პარტია დატოვა. კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა. კოალიციაში შემავალი პარტიები თანამშრომლობიდან კონკურენციის რეჟიმში გადავიდნენ.მათ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში  საკუთარი ძალები დამოუკიდებლად მოსინჯეს.

მაშინ, როდესაც ექსპერტები 5-6 პარტიულ პარლამენტს პროგნოზირებდნენ, ბარიერის გადალახვა მხოლოდ სამმა პარტიამ-ქართულმა ოცნება“, „ნაციონალურმა მოძრაობა“ და პატრიოტთა ალიანსმა“ მოახერხა. ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა მიუახლოვდა პარტიათავისუფალი დემოკრატები“.  

არჩევნების შედეგი, ალბათარც თუ ისე ცუდი იყო პარტიისთვის, რომელიც ხელისუფლებამდე სხვა პარტიასთან მიკედლებული მივიდა. მიუხედავად ამისაპარტიიდან ლიდერების მასობრივი წასვლის პროცესი დაიწყოუფრო მეტიც, არჩევნების მეორე ტურშითავისუფალი დემოკრატებისყოფილმა წევრებმა  საკუთარ ამომრჩეველსქართული ოცნებისმხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მოგვიანებით კი,  „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის ვიხილეთ. ლიდერებმა დატოვეს „რესპუბლიკური პარტიაც“.  მათ შორის იყო დავით უსუფაშვილი, რომელმა აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება დაანონსა. უსუფაშვილმა პარტიის დატოვების მიზეზად პარტიის მომავალი საქმიანობის შესახებ თავმჯდომარეს, მის დამფუძნებლებს და  სხვა ლიდერებს შორის  განსხვავებული ხედვები დაასახელა. პარლამენტს მიღმა დარჩენის შემდეგ, პოლიტიკა დატოვა პაატა ბურჭულაძემ და სცენას დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო  არჩევნების  შედეგები  საერთაშორისო, თუ ადგილობრივ  სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად, რამდენიმე დამარცხებულმა პარტიამაც აღიარა.

 ფაქტობრივად, მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიები „რესპუბლიკელები“ და თავისუფალი დემორკატები“  პარლამენტს გარეთ დარჩნენ. სულ მალე,  რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტთან საპარლამენტო კავშირების აღდგენაზე ალაპარაკდნენ. რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა და შედეგმა აჩვენა, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი არ სურს.  რუსული  გამოცემა „Аргументы и Факты“- ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორმა კი აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, 5%-იანი ბარიერიპრორუსულმაპატრიოტთა ალიანსმაგადალახა.

ცოტა მოგვიანებით, რუსეთი საქართველოსთან  საპარლამენტო კავშირების აღდგენასთან ერთად, ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებაზეც ალაპარკდა. აშკარაა, რომ  ეს ყველაფერი  შემთხვევითი არაა და არჩევნების შედეგებს უკავშირდება.

ექსპერტები ამბობდნენ, რომ რუსეთში გარკვეული მოლოდინები და არასწორი შეხედულება გაჩნდა იმის თაობაზე,   თითქოს ქართულმა  საზოგადოებამ პროევროპულ პარტიებს ზურგი შეაქცია:

„და რომ გარკვეული შანსი არსებობს რუსულ-ქართული ურთიერთობების გამოსწორებისა და რაც მთავარია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირების. მემგონია, რომ ეს აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა. ყოველშევმთხვევაში, რუსული პოლიტიკური ელიტა თვლის, რომ მაინც ღირს გარკვეულწილად ამ შანსის  გამოყენება და რაღაც ნაბიჯებს დგამენ, მათ შორის პოლიტიკურს, დიპლომატიურს და ამას ემატება ეკონომიკასთან დაკავშირებით. რუსეთის ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტად იყოს მიბმული ეკონომიკურად საქართველო და თუ გადავხედავთ იმ ბოლო წლების სტატისტიკას, რუსეთი გახდა მესამე ჩვენი სავაჭრო პარტნიორი,რუსეთ-საქართველოს  ომის შემდგომ, ის არ იყო მოწინავე პოზიციაზე. ანუ, მათი გათვლებია, რაც შეიძლება მეტად იყოს საქართველოს ეკონომიკა დაკავშირებული იგივე პოსტსაბჭოთა სივრცესთან და ნაკლებად იყოს დივერსიფიცირებული. ალბათ, ამ კონტექსტში უფრო არის ეს გასააზრებელი. ის გეგმა, რაც აქვთ მათ საქართველოსთან ე.წ. ურთიერთობების ნორმალიზების, ამავე დროს  ემთხვევა ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ კურსს, რომელიც 4 წლის უკან გაცხადდა ნორმალიზაციასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში.

ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა-არჩევნებზე პროდასავლური ორიენტაციის  მქონე პარტიების მარცხი ნიშნავს თუ არა დასავლური კურსის მარცხს?

კორნელი კაკაჩია ამ მიმართულებით  გარკვეულს რისკებს  მართლაც  ხედავს:

„თუ გავითვალისწინებთ, რომ „ქართული ოცნება“  მიიღებს  კონსტიტუციურ უმრავლესობას, რისკები იზრდება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ  ბიძინა ივანიშვილის ფაქტორსაც, რომელიც ფაქტობრივად არის კულისებს მიღმა, მას ოფიციალური არავითარი პოსტი არ აქვს პარტიაში, მაგრამ საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე. რუსი დეპუტატების ეს განცხადებები  არ არის გასაკვირი, რადგან ეიფორიაში არიან, რადგან ნახეს, რომ დასავლური პარტიები ვერ მოხვდნენ პარლამენტში. იმედი აქვთ, რომ იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“  აქვს აბსოლუტური უმრავლესობა, მოახერხებენ საქართველოს  საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას“,-აცხადებდა მაშინ  კორნელი კაკაჩია.

 მანვე არ გამორიცხა, ამ მიზნით, რუსები არამარტო საპარლამენტო კავშირზე წავიდნენ, არამედ სხვა გადაწყვეტილებებიც მიიღონ:

„ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად წარვმართავთ პოლიტიკას და არ წამოვეგებით ამ სატყუარას. მაგრამ, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაშიც არის თუნდაც „ქართულ ოცნებაში“  პოლიტიკური ძალების ნაწილი, რომლისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია რუსული ვექტორი და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ მიმართულებით საქმე არ წავა“

და მაინც, თუკი მოვლენები სწორედ ამგვარად განვითარდა, როგორი შეიძლება იყოს დასავლეთის რეაქცია-კაკაჩია ამბობს, რომ ზოგადად, დასავლეთი ქართველი ერის სურვილს პატივს სცემს. თუმცა, კაკაჩია არ  ფიქრობს, რომ მოვლენები ასე დრამატულად განვითარდება:

 „ჯერ ერთი,  ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერი მედია და ზოგადად მედია გარემო, ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც არ უნდა დააპიროს საგარეო კურსის შეცვლა,  ძალიან ძვირი დაუჯდება და ეს კარგად ესმის, როგორც დღევანდელ ხელისუფლებას, ისე ყველა პოლიტიკოსს, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს“

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ექსპერტების აზრები განსხვავებულია. მაგალითად, რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ დღეს საგარეო ვექტორის საკითხი არ დგას და მოსახლეობა  პრორუსულობაზე ორიენტირებული არ არის.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა პატრიოტული  განწყობის მქონე  პარტიების დეფიციტს განიცდის, რის გამოც შედარებით დაბალი პარტიებიდან  მათ მხარი „პატრიოტთა ალიანსს“ დაუჭირეს.

ამიტომ, საყვარელიძის აზრით, „პატრიოტთა ალიანსის“  წინ წამოწევა, პრორუსულ, ან დასავლეთის კურსზე უარის თქმას არ ნიშნავს.

 მისივე შეფასებით,  მოსახლეობაში დასავლურ კურსზე უარის თქმის განწყობა  რომ ყოფილიყო, მაშინ წინა პლანზე  ბურჯანაძის პარტია წამოიწევდა:

 „პრორუსული პოზიციისთვის კიდევ უფრო  სასურველი და მკვეთრად გამოხატული იქნებოდა ბურჯანაძის პოზიცია, რომ  არც ერთ ბლოკში არ შევიდეთ, მაგრამ მოსახლეობის ინტერესი ამ პოზიციამ არ გამოიწვია.  ისე რომ, მოსახლეობა ორიენტირებული პრორუსულობაზე არ არის“,-ამბობს საყვარელიძე და აქვე დასძენს, რომ  „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებზე“ მკვეთრად გამოხატული პროდასავლური პარტიების თქმა, მხოლოდ შაბლონია, რომელსაც ქართული ჟურნალისტიკაც იმეორებს.

ამასთან, რამაზ საყვარელიძის თქმით, ძალიან ცოტაა არგუმენტი იმისა, რომ მაგალითად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური არ არის.

„თუკი გამოვალთ იქიდან, რომ საქართველოში, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანაში, ამომრჩევლისთვის მთავარია შიდა პოლიტიკა და არა საგარეო პოლიტიკა, უნდა ვივარაუდოთ, რომ „რესპუბლიკელების“ და „დემოკრატების“ მარცხი სწორედ იმან განაპირობა, რომ აქცენტს  აკეთებდნენ საგარეო კურსზე, რაც ნაკლებად აღელვებს  მოსახლეობას და საშინაო პოლიტიკაში გაურკვეველი იყო, რას სთავაზობდნენ ახალს“

 შექმნილ ვითარებაში, როცა არჩევნების შედეგების შემდეგ, რუსი დეპუტატები საქართველოსთან საპარლამენტო კავშირების აღდგენაზე ალაპარაკდნენხომ არ შეეცდება რუსეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის  რაიმე სატყუარა გადმოაგდოს, მაგალითად, სავიზო რეჟიმი გააუქმოს?

აღნიშნულ კითხვაზე საყვარელიძე პასუხობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ინიციატივები  ახალი არ არის.

დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნება“,  „ნაციონალური მოძრაობადა  „პატრიოტთა ალიანსი“,  ანუ  სამეული, რომელიც ფაქტობრივად, სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელია, რუსეთთან  ურთიერთობას ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის ხარჯზე არ აპირებს.

თეონა ნოზაძე





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics