|
2016-12-30 22:57:48, 1935 ნახვა
პოლიტიკა
„კონსტიტუცია, რომელსაც მივიღებთ, უნდა გამოხატავდეს საუკეთესო ინტერესს, იმ დროსა და რეალობაში, რომელშიც ვიმყოფებით“
კონსტიტუციას, რომელსაც მივიღებთ, უნდა გამოხატავდეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესს, იმ დროსა და რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის განცხადებით, კომპეტენტური ადამიანების მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბდება სტრუქტურა, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის აპარატიდან, თუნდაც მისი მონაწილეობა ამ პროცესში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. „უპირველეს ყოვლისა მიხდება იმის დამტკიცება, რომ ძალიან დიდი პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას მე არაერთი ნაბიჯი გადავდგი ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ის მოდელი და სტრუქტურა, რომელიც შეირჩა საკონსტიტუციო კომისიისთვის არის აბსოლუტურად სწორი, გამომდინარე იმ სიმძიმის ცენტრიდან, რომელიც ამ პროცესს ბუნებრივად აქვს და ეს არის პარლამენტი, სადაც კანონშემოქმედება მიმდინაროებს, საიდანაც ხდება საკანონდებლო ინიციატივების წარმოშობა და შემდეგ მიღება. ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი და არ ჩაერთო ამ ფორმატში. ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება იქნას შეცვლილი. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის აპარატიდან თუნდაც მისი მონაწილეობა ამ პროცესში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ არ უნდა დარჩეს საზოგადოების არც ერთი ფენა, რომელიც არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა ჩამოყალიბდეს კონსტიტუცია, რომელიც იქნება სწორად სტრუქტურირებული და გამორიცხავს ყველანაირი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუცია მორგებული არ უნდა იყოს არც გიორგი მარგველაშვილზე, არც გიორგი კვირიკაშვილზე დაარც ირაკლი კობახიძეზე. „უნდა ჩამოყალიბდეს კონსტიტუცია, რომელიც იქნება სწორად სტრუქტურირებული და გამორიცხავს ყველანაირი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ამავე დროს არ შექმნის სტრუქტურულ პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ საკანონმდებლო საქმიანობაში ვაწყდებით. მე არ ვსაუბრობ დიდი ცვლილებებზე, რომლებზეც იყო საუბარი. აქ არის ორი დიდი საკითხი, რომელსაც მე გამოვყოფდი. ერთი არის საპრეზიდენტო საკითხი, მეორე არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, რომელზეც მე ცოტა ხნის წინ მქონდა საშუალება, რომ განმემარტა ჩემი პოზიციები. თავს ვიკავებ ჩემი პოზიციების გამოხატვისგან, რადგან მე გახლავართ პრემიერ-მინისტრი და არ მინდა ესა თუ ის მიმართულება მივცე ამ პროცესს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ის მაჟორიტარულ სისტემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაში პრობლემას ვერ ხედავს. „მე პირადად ვერანაირ პრობლემას იმაში, რომ მრავალმარდატინია მაჟორიტარული ოლქები შევქმნათ და გარკვეულწილად პროპორციულისკენ წავიდეთ ამ მიმართულებით მე პირადად ვერ ვხედავ, თუმცა მაჟორიტარებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ ამაზე გვექნება ძალიან ფართო ფორმატში მსჯელობები და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ ქვეყანაში ძალიან სწორ ბალანსს და დემოკრატიის მაღალ ხარისხს განაპირობებს. რაც შეეხება პრეზიდენტის და პრემიერს ინსტიტუტს არ არის გამორიცხული, რომ პრემიერ-მინისტრმაც დათმოს ესეც შესაძლებელია, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავთავისუფლდეთ პიროვნებებზე მორგებული კონსტიტუციისგან უნდა მივიღოთ სწორი სისტემა და აქ არც ერთ პიროვნებას არ უნდა ჰქონდეს პრეროგატივა, რომ მე ასე ვფიქრობ, ასეა სწორი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ჩვენი ქვეყნის რეალობა, გამომწვევი და ასევე მივიღოთ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტლებები, რომელიც არ იქნება დამოკიდებული გიორგი კვირიკაშვილზე და სხვაზე. კონსტიტუცია, რომელსაც მივიღებთ არც გიორგი მარგველაშვილზე, არც გიორგი კვირიკაშვილზე, არც ირაკლი კობახიძეზე არც ერთ პოლიტიკოსზე არ უნდა იყოს მორგებული. კონსტიტუცია, რომელსაც მივიღებთ უნდა გამოხატავდეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესს, იმ დროსა და რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და დარწმუნებული ვარ, რომ კომპეტენტური ადამიანების მსჯელობის შედეგად ჩამოვაყალიბებთ იმ სტრუქტურას, რომელიც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)