|
2016-12-30 22:45:11, 1241 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: მინდა ყველა ჟურნალისტს ვთხოვო, მნიშვნელოვანი იქნება, თუ მეტ ნუგეშს მივცემთ ადამიანებს
მინდა, როგორც ერთმა ადამიანმა, ყველა ჟურნალისტს ვთხოვო ადამიანურად, მეტ ნუგეშს თუ მივცემთ ადამიანებს ხვალინდელი დღისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ადამიანებს ცოტა მეტ ნუგეშს თუ მივანიჭებთ, ძალიან კარგი იქნება. „ის, რომ იგინებიან და ჩხუბობენ, ცალკე პრობლემაა. რაღაცნაირად იქნებ ეს კულტურა შევცვალოთ. ალექსანდრე ჯეჯელავამ თქვა და ბევრი ვიფიქრე ამაზე, რომ ოპტიმიზმი არის მატერიალური რამ და არა რაღაც აბსტრაქტული. ადამიანის ნუგეშისცემა არის ძალიან დიდი მადლი, ვფიქრობ, რომ ადამიანებს ცოტა მეტ ნუგეშს თუ მივანიჭებთ, ძალიან კარგი იქნება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ როდესაც ის ვამბობ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, ყოველთვის უნდა შევადაროთ ჩვენს ქვეყანაში რა იყო, როგორ იყო და როგორ არის. „ხელისუფლება არ ერევა დღეს მედიის საქმიანობაში. მედიაჰოლდინგი შეიქმნა. ყველაფერი შედარებითია ალბათ ამ ქვეყანაზე, როდესაც მე ვამბობ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით, ყოველთვის უნდა შევადაროთ ჩვენს ქვეყანაში რა იყო, როგორ იყო და როგორ არის. უპირველეს ყოვლისა, დავიწყებ ციფრული მაუწყებლობის რეფორმით, რომელსაც სხვათა შორის ვერ ბედავდა ხელისუფლება. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა უდიდესი ცვლილება, უპირველეს ყოვლისა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით, გაიზარდა სიხშირის რესურსი და დღეს კანონმდებლობის მეშვეობით 10 დღეა მაქსიმუმ საჭირო, რომ ახალი ტელევიზია გაიხსნას და დაიწყოს მაუწყბელობა. ლიცენზიაც აღარ არის საჭირო, არის საჭირო ავტორიზაციის პროცესი, ნებისმიერ ადამიანს და ბიზნეს ჯგუფს შეუძლია გახსნას საკუტარი ტელევიზია. ეს არის უდიდესი ცვლილლება, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში და ამას დღეს ვერავინ უარყოფს. ეს არის აღნიშნული მედიაექსპერტების მიერ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. კვირიკაშვილმა "რუსთავი 2"-ზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ ერევა სასამართლო პროცესში, მისი თმქით, მიმდინარეობს ქონებრივი დავა, რომელსაც აქვს პოლიტიკური განზომილება. „ჩვენი ვალია, რომ არ ჩავერიოთ სარედაქციო პოლიტიკაში. ახსოვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ აქ ზარი ყოფილიყოს პრემიერის ადმინისტრაციიდან ან სხვა ადგილიდან, ეკარნახებინოთ ესა თუ ის სიუჟეტი? მე მგონი, ასეთ რამ დრეს არ ხდება. მე ხშირად მომყავს ხოლმე საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითი, რომელიც ხშირად არის უფრო კრიტიკული, ვიდრე სხვა კერძო სატელევიზიო მაუწყებლები. ჩვენ არ ვართ იდეალურები, არ ჩამითვალოთ ისე, რომ თავმომწონეობ. ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და ეს გზა არის პირველ რიგში, მენტალური ცვლილების გზა. დღეს უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესმის, რომ ჩვენ გვჭირდება კრიტიკული მაუწყებლობა, კრიტიკული მედია, ეს არის მნიშვენლოვანი ქვეყნისთვის, მაგრამ ამავე დროს მე არ შემიძლია არ გამოვხატო გულისტკივილი, რომ მედიასაც უნდა ესმოდეს ის გამოწვევები, ის გულისტკივილი, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)