|
2016-12-30 22:15:14, 1411 ნახვა
პოლიტიკა
„არც ერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი, მაგრამ არდაკარგვა სახელმწიფო აპარატში ბევრი ადამიანის მუშაობას არ ნიშნავს“
არც ერთი ადამიანი არ გვყავს ჩვენ დასაკარგი, მაგრამ ადამიანის არდაკარგვა არ ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი უნდა მუშაობდეს სახელმწიფო აპარატში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა. პრემიერმა ბოდიში მოუხდა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს, რომლებსაც, მისი თქმით, გული ეტკინათ, და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება. "მე მინდა, იმ ადამიანებს ბოდიში მოვუხადო, ვისაც გული ეტკინა ამ შემთხვევაში. მინდა, გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ ყველა ჩვენგანი ამას ძალიან განვიცდით. არც ერთი ადამიანი არ გვყავს ჩვენ დასაკარგი, მაგრამ ადამიანის არდაკარგვა არ ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი უნდა მუშაობდეს სახელმწიფო აპარატში. სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება და რამდენიც იქნება მოტივირებული, რომ ეს საქმე გააკეთოს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერი აქვე თავდაცვის სამინისტროსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს უწყება ამოტრიალებულ პირამიდას დაემსგავსა. პრემიერმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას "ურთულესი რეფორმის" გატარების დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი თავდაცვის სამინისტრო დაემსგავსა ამოტრიალებულ პირამიდას, როდესაც ჩვენ გვყავს იმაზე მეტი ზურგის თანამშრომელი, ვიდრე უნდა გვყავდეს, ედა ჩინის ოფიცრები იმაზე მეტი, ვიდრე უნდა გვყავდეს და ასე შემდეგ. ამიტომ იძირითადად, ეს რეფორმა ეხება თავდაცვის სამინისტროს სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. მინდა, ნამდვილად მადლობა გადავუხადო ლევან იზორიას, რომელმაც ურთულესი რეფორმა დაიწყო. როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით ეს არის ურთულესი რეფორმა. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც დარჩა სამსახურის გარეშე, რაღაც კუთხით ხელი შევუწყოთ. ზოგს მიეცა კომპენსაცია. მე მივეცი მითითება სოფლის მეურნეობის მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, რომ პროგრამებში შევქმნათ დამატებითი სტიმულები, შევიტანოთ წამახალისებელი კომპონენტები, სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვის, რომ მათ მივცეთ საშუალება, გააგრძელონ ცხოვრება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)