|
2016-12-30 21:49:54, 1097 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: ჩვენი გეგმა ოთხი წლის თავზე აუცილებლად მოიტანს თვისობრივად და ხარისხობრივად სხვა საქართველოს
ერთი რამ ცხადია - ამ წელიწადში ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით უკვე ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით, რომელიც აუცილებელად, როგორც ჩვენ დავაანონსეთ და შევპირდით მოსახლეობას, 4 წლის თავზე მოიტანს თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის განცხადებით, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მნიშვნელოვანი ცვლილება იყო. მისივე თქმით, მათ ბევრი იმუშავეს, რათა თავიანთი ამომრჩევლის აეხსნათ, რომ აგვეხსნა დღეს ქვეყანას აქვს სხვა მოთხოვნები და რომ აღარ მოსწონს მოძალადე ხელისუფლება „ერთ-ერთი ცვლილება, რასაც გამოვყოფდი, არის არჩევნები და ეს ცვლილება გამოხატული იყო არჩევნების ჩატარების სტილში. 3700 უბნიდან მხოლოდ ორ უბანზე მოხდა ძალადობა. ამას ხაზს ვუსვამ. ეს ძალადობის კადრები შეიძლება დომინირებდეს, შეიძლება ეს ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არჩევნებზე შედგა ძალიან მნშვენლოვანი რეფორმა, ცვლილება, ეს იყო ჩატარების სტილი, ადამიანების აზროვნების მიმართულება. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ აგვეხსნა პირველ რიგში საკუთარი მხარდამჭეერებისთვის, რომ დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს სხვა მოთხოვნები, ჩვენს ქვეყანას აღარ მოსწონს მოძალადე ხელისუფლება, თუნდაც ის ყოჩაღად გამოიყურებოდეს, დღეს ჩვენ ხელისუფლებას მოსწონს სიმშვიდე, მშვიდად გამოხატვა საკუთარი ნების და ჩვენ ამას მივაღწიეთ, მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი გამარჯვება“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისივე განცხადებით, შესაძლებელი იყო ორ უბანზე მომხდარი ინციდენტის თავიდან აცილება, მაგრამ მისივე თმით, "ასეთ ნაკლოვანებები, როდესაც შენ მიდიხარ მასშტაბურ რეფორმებზე, როდესაც ადამიანების აზროვნების სტილის ცვლილებასთან გაქვს, ხდება ხოლმე". „ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იყო იგივე იმ ორი უბანი თავიდან აცილება, მაგრამ ასეთ ნაკლოვანებები, როდესაც შენ მიდიხარ მასშტაბურ რეფორმებზე, როდესაც ადამიანების აზროვნების სტილის ცვლილებასთან გაქვს, ხდება ხოლმე. მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ძირითად მიზანს მივაღწიეთ 2016 წელს. ჩვენს სამეზობლოში, მთელს რეგიონში არსებული სტუაცია უკეთესი რომ ყოფილიყო, შესაძლებელია ეკონომიკურადაც უკეთესი მაჩვენებელი გვქონდაო. ჩვენ გვაქვს რეგიონში გამორჩეული ზრდის მაჩვენებელი. ამ წელიწადში ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით უკვე ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით, რომელიც 4 წლის თავზე აუცილებლად მოიტანს თვისობრივად და ხარისხობრივად სხვა საქართველოს. ამის არა მარტო გვჯერა, არამედ ვხედავთ მომავალს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)