|
2016-12-30 20:26:07, 1324 ნახვა
საზოგადოება
ჩვენ ვიხსენებთ - 2017 წელი მათ გარეშე
გასული წელი დაგვამახსოვრდება ადამიანების ამ ქვეყნიდან წასვლით, ვინც თავისი კვალი დატოვა დედამიწაზე. ჩვენ მათ სამართლიანად, დიდებულ ადამიანებს ვუწოდებთ. ჩვენ ვიხსენებთ: დევიდ ბოუვის, გენიალურ ინგლისელ მუსიკოსს. 18 თვის განმავლობაში კიბოსთან ბრძოლის შემდეგ, დევიდ ბოუვი ოჯახის გარემოცვაში, 10 იანვარს გარდაიცვალა. დევიდ ბოუვი 1947 წლის 8 იანვარს ლონდონში დაიბადა. არტ როკის, სოულის, დენს პოპის, პანკისა და ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი, რომლის კარიერაც 40 წელზე მეტს ითვლის, 8 იანვარს 69 წლის გახდა. მუსიკოსმა ამავე დღეს, უკანასკნელი ალბომი - „Blackstar“ გამოუშვა. ჩვენ ვიხსენებთ: კინოსა და თეატრის მსახიობ, ინგლისელ ალან რიკმანს, რომელიც 69 წლის ასაკში
1997 წელს რიკმანმა ძალები რეჟისურაშიც მოსინჯა. მან საკმაოდ გულისამაჩუყებელი ფილმი „ზამთრის სტუმარი“ გადაიღო, სადაც მთავარ როლს ემა ტომპსონი ასრულებდა. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოს გარდა, კიდევ რამდენიმე პრემია მიიღო. 2000 წელს ალანმა პატარა ავი თევზი - ჯო, მულტფილმში „მიშველეთ! მე თევზი ვარ“ გაახმოვანა. ალანი საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული: ის მხარს უჭერდა ლეიბორისტულ პარტიას, ისეთ ორგანიზაციებს ეხმარებოდა, როგორიცაა Amnesty International და "Children on the Edge". 2001 წელს მან, ნოელ კოვარდის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლ "Private Lives"-ში ითამაშა. პიესა 2002 წლის 6 იანვრამდე თეატრების სცენებიდან არ ჩამოსულა. რიკმანმა მთავარი როლი რობერტ სტურუას "ჰამლეტში" "Riverside Studio"-ში შეასრულა. რობერტ სტურუასთან მუშაობისას ალან რიკმანი საქართველოში სამჯერ იყო ჩამოსული: პირველად შორეულ 1979 წელს, მეორე და მესამე ვიზიტებს შორის კი, შედარებით მოკლე ხანმა განვლო: 2007 და 2009 წელს. ერთ-ერთი ვიზიტისას რიკმანი, რუსთაველის თეატრის სცენაზეც გამოვიდა.
ეკო მისთვის დამახასიათებელი სიღრმითა და გონებამახვილობით რუსთაველის გენიალურობაზე წერს და იქვე, ქვეტექსტით, იმ ევროპელი მკითხველის სნობიზმსაც აკრიტიკებს, რომელსაც მცირერიცხოვანი ერების დიდ ლიტერატურაზე, არაფერი სმენია. ჩვენ ვიხსენებთ: პრინცს - ადამიანს, რომელმაც პოპულარული მუსიკა სამუდამოდ შეცვალა. როჯერს ნელსონი, ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი და მსახიობი 57 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. მოგვიანებით დადგინდა, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ჭარბი მოხმარება გახდა. 57 წლის მუსიკოსმა, მომღერალმა და მსახიობმა ასობით სიმღერა და 39 სტუდიური ალბომი ჩაწერა. გრემის მუსიკალურ დაჯილდოებაზე 32-დან 7 ნომინაციაში გაიმარჯვა, ასევე ფილმ "ალისფერი წვიმის" საუნდტრეკისთვის, ოსკარის მფლობელი გახდა. ჩვენ ვიხსენებთ: ანტონ ელჩინს, რუსული წარმომავლობის ამერიკელ მსახიობს. ელჩინი უბედური შემთხვევის შედეგად, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელჩინის ცხედარი სან-ფერნანდოში, საკუთარი სახლის მახლობლად, მეგობრებმა აღმოაჩინეს. ცხედარი მანქანასა და კართან მდებარე აგურის საფოსტო ყუთს შორის იყო მოყოლილი. ელჩინი 1989 წლის 11 მარტს პეტერბურგში დაიბადა. როდესაც ის 6 თვის იყო, ოჯახმა აშშ-ში მიგრაცია გადაწყვიტა. მსახიობის ჰოლივუდური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. აგრეთვე ცნობილია, რომ მის კანდიდატურას, ჰარი პოტერის როლისთვისაც განიხილავდნენ. მსახიობმა ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა "ალფა-დოგი", "ტერმინატორი:დაე მოვა მხსნელი", "მე მიყვარს ნიუ-იორკი", "ვარსკვლავური გზა","სტარტრეკი" და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ივლისში "სტარტრეკის" ახალი ნაწილი გამოვა, სადაც ერთ-ერთ როლს ელჩინი ასრულებს.
ჩვენ ვიხსენებთ: გამორჩეულ მსახიობს, ფილმის "ჩარლი და შოკოლადის ქარხანის" ვარსკვლავ - ჯინ ვაილდერს. იგი 29 აგვისტოს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩვენ ვიხსენებთ: ჩვენ ვიხსენებთ: მუჰამედ ალის - ლეგენდარულ მოკრივეს. მან 1959 და 1960 წლებში „ოქროს ხელთათმანების“ სამოყვარულო ტურნირში გაიმარჯვა, ხოლო იმავე წელს, მძიმეწონოსანთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. კასიუს კლეი, თავს ყველაზე დიდ მოკრივედ აცხადებდა და მას პრეტენზიულ სპორტსმენადაც თვლიდნენ, ვიდრე ამ პრეტენზიის საფუძვლიანობა არ დაამტკიცა. ოლიმპიური წარმატების შემდეგ, პროფესიონალი გახდა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ კი, უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო. 1964 წელს კლეიმ ისლამი აღიარა და მუჰამედ ალი დაირქვა. რელიგიური შეხედულებების გამო მან უარი თქვა, ამერიკის არმიაში სამსახურზე და ვიეტნამის ომში მონაწილეობა არ მიიღო. საკუთარი ქვეყნის სამსახურზე უარის თქმის გამო, ალის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და კრივს, 1967 წლიდან 1970 წლამდე ჩამოაშორეს. ალი რინგზე 70-იან წლებში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტული ორჯერ დაკარგა, 1974 წელს ჯორჯ ფორმანთან ორთაბრძოლაში კვლავ დაიბრუნა, რომელსაც „აურზაური ჯუნგლებში“ უწოდეს. 1978 წელს მორიგი გამარჯვება ალიმ ლეონ სფინქსთან გამართულ ბრძოლაში მოიპოვა. ამგვარად, ალი პირველი მძიმეწონოსანი მოკრივე გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა. ჩვენ ვიხსენებთ: ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალს - დარიო ფოს, რომელიც 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. დარიო ფოს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საკუთარი პოლიტიკური სატირით - „ერთი ანარქისტის შემთხვევითი სიკვდილი“, ნობელის პრემია 1997 წელს მიენიჭა - „მას, ვინც ამა ქვეყნის ხელისუფალთა გაქილიკებისა და ჩაგრულთა ღირსების დაცვისას შუა საუკუნეების ყველა ოხუნჯი დაჯაბნა“. გარდაცვალებამდე, ფო სხვადსხვა პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მოვლენის აქტიურ მონაწილედ და მემარცხენე აქტივისტად რჩებოდა. ჩვენ ვიხსენებთ: ლეონარდ კოენს, ცნობილი კომპოზიციების, “Suzanne,” “I’m Your Man,” და “Hallelujah”, ავტორს . ლეონარდ კოენი ნოემბერში, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. კანადელმა მუსიკოსმა და პოეტმა თავისი ბოლო ალბომი, გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე წარადგინა. ლეონარდ კოენის მუსიკალური კარიერა 50 წელს გაგრძელდა, 1994-დან 1999 წლამდე მან ტაიმ-აუტი აიღო და აღმოსავლეთ ლოს ანჯელესში ცხოვრობდა. "ჩემი ცხოვრება სავსე იყო, დიდი არეულობით, ქაოსით და მცირე დისციპლინას მივაღწიე. ამიტომ, გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი მუსიკაში", - თქვა მან. მონრეალში დაბადებული მუსიკოსის უამრავი სიმღერაა გაჰიტებული - მათ შორის, Suzanne, I'm Your Man, Famous Blue Raincoat, Almost Like the Blues, In My Secret Life და ა.შ. მისი Hallelujah მსოფლიოში მრავალჯერ არის დაქავერებული. ჩვენ ვიხსენებთ: ცირკის მსახიობ, ჯამბაზ - ოლეგ პოპოვს, რომელიც 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოქტომბრის ბოლოს, 20 წლის წინ, გერმანიაში ემიგრაციაში მყოფი პოპოვი, რუსეთში გასტროლებზე ჩავიდა. ოლეგ პოპოვი 1930 წლის 31 ივლისს მოსკოვში, კუნცევის რაიონში დაიბადა. 1951 წელს სარატოვსკის ცირკში,ჯამბაზის როლში მისი დებიუტი შედგა. პოპოვი ყველასათვის ცნობილი იყო, როგორც „მზიანი კლოუნი“ - მხიარული ახალგაზრდ,ა ჩალისფერი თმითა და ზოლიანი შარვლით. საკუთარ გამოსვლებში, მსახიობი ჟონგლიორობას, აკრობატიკას, იმიტაციებს იყენებდა. ჯამბაზის როლში, პოპოვი კინოშიც გადაიღეს. ასევე, საცირკო წარმოდგენების რეჟისორიც იყო. 1991 წელს ოლეგ პოპოვი, გერმანიაში გადავიდა, სადაც ფსევდონიმით - „ბედნიერი ჰანსი“ მოღვაწებდა. 2016 წელს მას სანკტ-პეტერბურგში 60-მდე წარმოდგენა ჰქონდა დაგეგმილი. ჩვენ ვიხსენებთ: შეუდარებელ ჯორჯ მაიკლს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 25 დეკემბერს სამყარო დატოვა. მისი ნამდვილი სახელია გეორგიოს კირიაკოს პანაიოტოუ.გრემის ორგზის გამარჯვებული ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელმაც სახელი დუეტ Wham!-ში მონაწილეობით გაითქვა. კარიერის განმავლობაში, ჯორჯ მაიკლმა 110 მილიონი ჩანაწერი, მათ შორის 12 ბრიტანული #1 სინგლი, 7 ბრიტანული #1 ალბომი, 10 აშშ #1 სინგლი და 2 აშშ #1 ალბომი გაყიდა. მისი 1987 წლის სადებიუტო ალბომი „Faith“ ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად დისკად იქცა, რომლის წარმატებაც აშშ-ში გამოცემულმა ხუთმა სინგლმა უზრუნველყო. ალბომი 20 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა. მისი ოთხი სოლო-ალბომი სხვადასხვა დროს ბრიტანული ჩარტების #1 ადგილზე იმყოფებოდა. ოთხივე ალბომმა, საერთაშორისო აღიარება მოიპოვ. ჩვენ ვიხსენებთ: ამერიკელ მსახიობს კერი ფიშერს, რომელიც 27 დეკემბერს გარდაიცვალა. მან მსოფლიოს თავი ფილმ „ვარსკვლავური ომებიდან“ პრინცესა ლეია ორგანას როლით დაამახსოვრა. ფიშერი 60 წლის იყო. ფიშერი, პარასკევს ლონდონიდან ლოს-ანჯელესში საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე მიფრინავდა, რა დროსაც ინფარქტი გადაიტანა და თვითმფრინავის დაშვებისთანავე მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ფიშერი ლონდონში, ბრიტანული სერიალის, „კატასტროფა“, მესამე სეზონის გადაღებებზე იმყოფებოდა. 2016 წელს ცნობილი რეჟისორები, ლოტბარები, მთარგმნელები და საზოგადო მოღვაწეები საქართველოს კულტურულმა სამყარომაც დაკარგა. ჩვენ ვიხსენებთ: რეჟისორს, საქართველოს დამსახურებული არტისტ გიზო ჟორდანიას. იგი 82 წლის ასაკში 19 ნოემბერს გარდაიცვალა. გიზო ჟორდანია არაერთი ჯილდოს მფლობელი და პრემიის ლაურეატია. ჟორდანიამ, ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებულია მისი როლი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის განვითარებაში. რეჟისორმა 100-ზე მეტი სპექტაკლი, მათ შორის „ჰაჯი-მურატი“, “ხოგაის მინდია”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ანა ფრანკის დღიური”, “ჰამლეტი”, “აბესალომ და ეთერი”, “სამგროშიანი ოპერა” დადგა. ჩვენ ვიხსენებთ: ჟურნალ „ქართველოლოგიის“ დამფუძნებელს და მთავარ რედაქტორს, მაგული თოდუა. იგი 3 მაისს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, მთარგმნელი და მეცნიერი 1950-1961წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი იყო. 1961-1966 წლებში თოდუა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო, 1991-1995 წლებში კი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას იკავებდა. მეცნიერი, 1968 წლიდან სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგედ მუშაობდა. 2002-2008 წლებში იყო "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 2008 წელს მაგული თოდუას, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ირანისტს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ დაწესებული პრემია გადაეცა.
ჩვენ ვიხსენებთ: ქუთაისის ოპერისა და ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მთავარ რეჟისორ ნუგზარ ლორთქიფანიძეს. რეჟისორი 26 ოქტომბერს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1976-1983 წლებში ლორთქიფანიძე თელავის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1983-1996წწ. საქართველოს ტელევიზიის, კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის კათედრის დოცენტი; 1996 წლიდან თეატრის მოღვაწეთა კავშირის დრამატული თეატრების განყოფილების გამგე, ქუთაისის ოპერისა და დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. რეჟისორი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ტარივერდიევის საიუბილეო საღამოზე დასასწრებად შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუგზარ ლორთქიფანიძეს 60-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული. მას კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია აქვს მიღებული. ჩვენ ვიხსენებთ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვან მოცეკვავე ბალერინას, ვერა წიგნაძეს. იგი 18 ივნისს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1943-1946 წლებში იგი ბაქოს ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცეკვავდა. 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. 1970 წლამდე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე. წიგნაძე პირველი ინტერპრეტატორია შემდეგი პარტიებისა: კეთილი ფერია (გ. კილაძის „სინათლე"; სახელმწიფო პრემია, 1948), ირემა (დ. თორაძის „გორდა"; სახელმწიფო პრემია, 1951), დეზდემონა (ა. მაჭავარიანის „ოტელო"), თამარი (ს. ცინცაძის „დემონი") და სხვ. 2007 წელს ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელი უწოდეს. 2015 წლის 31 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ვერა წიგნაძე ხელოვნების ქურუმის წოდებით დააჯილდოვა. მან დიდი წვლილი შეიტანა ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



კიბოთი გარდაიცვალა. მან სახელი გაითქვა განსაკუთრებით პროფესორი სნეიპის ფილმების სერიიდან ჰარი პოტერზე, ჰანს გრუბერის ფილმიდან „კერკეტი“ და ნოტინგჰემის შერიფის 1991 წლის ფილმიდან “რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული” შესრულებული როლებით.
ჩვენ ვიხსენებთ: უმბერტო ეკოს - რომანისტს ფილოსოფოსს და მეცნიერს. 84 წლის მწერალი, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. უმბერტო ეკომ პირველი და ყველაზე პოპულარული რომანი "ვარდის სახელით’’ 48 წლის ასაკში დაწერა. უმბერტო ეკოს აგრეთვე ეკუთვნის რომანები "გუშინდელი დღის კუნძული", "ბაუდოლინო" და "დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი".
პრინს

ამერიკელ მომღერალ კრისტინა გრიმს - რომელიც 22 წლის ასაკში მოკლეს. მას შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ფლორიდაში, კონცერტის მიმდინარეობის დროს ესროლა. 22 წლის მომღერალს ორლანდოს Plaza Live-ის ტერიტორიაზე გამართულ კონცერტზე გამოსვლა ქონდა. მის შესრულებას ჯგუფის, Before You Exit-ის გამოსვლა მოყვა, რის შემდეგაც გრიმი და ჯგუფის წევრები ავტოგრაფებს არიგებდნენ, დაახლოებით 10:45 საათზე, როცა მკვლელი თავს დაესხა მომღერალს.






ჩვენ ვიხსენებთ: ახალგაზრდა ლოტბარს, კომპოზიტორსა და დირიჟორს, ზვიად ბერიაშვილს. მუსიკოსი ანსამბლ "ქალდეას" დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ასევე ანსამბლ "იმერის" წევრი და ახმეტელის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. მას სიმსივნის დიაგნოზი მცირე ხნის წინ დაუსვეს. მოხერხდა გარკვეული თანხის შეგროვება და მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრება, თუმცა სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ზვიად ბერიაშვილი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)