16:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 17:45:32, 997 ნახვა

საზოგადოება
თბილისი მოლში სტარტაპების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით თბილისი მოლში სტარტაპების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, ღონისძიებაში  მონაწილეობას იღებენ  პროექტის "დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად"   გუნდები, რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების  დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქტები (ლეპტოპის სადგამი, ხის ჩანთები, ლოგიკურად სააზროვნო ფაზლები, აქსესუარები, სანათები, ინოვაციური ბანერები და სხვა).

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტში ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ მონაწილე სტარტაპებს საშუალება მისცა დაეწყოთ მცირე წარმოება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში და იდეა ექციათ ბიზნესად. ასევე, პროექტის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ ტრენინგები მარკეტინგის, იურიდიული და ფინანსური მიმართულებით. პროტოტიპირების პროცესში კი გუნდებს ფაბ-ლაბის გამოცდილი თანამშრომლები დაეხმარნენ.

პროექტის მიზანია, საქართველოში გაჩნდეს უფრო მეტი სტარტაპი და ინოვატორებს მიეცეთ საშუალება თავიანთი იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდას და ტექნოლოგიების განვითარებას. 

გამოფენა-გაყიდვა იძლევა შესაძლებლობას გუნდებმა გაყიდონ საკუთარი პროდუქტი, გაეცნონ მომხმარებლების მოთხოვნილებებს და განავითარონ  ბიზნეს იდეა სწორი მიმართულებით 
ფაბ-ლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბ-ლაბი ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ულტრა თანამედროვე აპარატურას გვთავაზობს. 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები. დღეს ფაბ-ლაბი იძლევა საშუალებას ლაბორატორიის ბაზაზე მოხდეს სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics