|
2016-12-30 16:41:36, 1066 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა ხურვალეთში მცხოვრებ დათა ვანიშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ დღეს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლში მცხოვრები დათა ვანიშვილი მოინახულა, პრეზიდენტის მადლობის წერილი და საახალწლო მილოცვა გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად, სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 82 წლის დათა ვანიშვილმა, 2010 წლის შემდეგ პირველად, მოახერხა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მავთულხლართების გადმოლახვა. კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის დათა ვანიშვილს ამ სამოქალაქო თვითშეგნების გამოვლენისათვის. „2016 წელი იყო საპარლამენტო არჩევნების წელი. საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ აწარმოა მასშტაბური კამპანია, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და აი, ამ ფონზე, ბატონმა დავითმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი ეზო მავთულხლართებით აქვს შემოსაზღვრული, ვერ დაუდეს საზღვარი მის თავისუფლებას, სამშობლოსადმი სიყვარულს და სამოქალაქო თვითშეგნებას. მან ყველა დაბრკოლების მიუხედავად, გადმოიარა მავთულხლართები და დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. მე მაქვს დღეს დიდი პატივი, საქართველოს პრეზიდენტის სახელით ჩამოვსულიყავი, გადმომეცა მისთვის პრეზიდენტისაგან მადლობის წერილი და მიმელოცა ახალი წელი სიმბოლური საჩუქრით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ. კახა კოჟორიძის განცხადებით, ბატონი დავითის სამოქალაქო გმირობა მაგალითია თითოეული ქართველისათვის. „ვფიქრობთ, რომ გაიზრდება არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა, თუ ჩვენ კარგად გავიაზრებთ ბატონი დავითის ქმედებას, თუ თითოეული ადამიანი, რომელიც ყოყმანობს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, გაიხსენებს მის სამოქალაქო გმირობას" - განაცხადა კახა კოჟორიძემ. დათა ვანიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გამოჩენილი ყურადღებისათვის.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)