16:46 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 19:15:09, 2325 ნახვა

საზოგადოება
„გაწეწვა ქართულად“, ანუ რა ღირს ტრადიციული საახალწლო სუფრა

საქართველოში  მატერიალურად ყველაზე  ხელმოკლე ოჯახიც კი, ჯიბიდან ბოლო თეთრს გაიღებს, როგორც იტყვიან „ნემსის ყუნწში“  გაძვრება და ახალ წელს  ისეთ სუფრას გაშლის „ავ თვალს, რომ არ დაენახება“.

ქართველებისთვის ისევე როგორც ნაძვის ხესა და ჩიჩილაკს, საახალწლო  სუფრასაც ძალიან დიდი დატვირთვა  და მნიშვნელობა აქვს. უმრავლესობას სჯერა, რომ თუ ახალ წელს დახუნძლული სუფრით შეხვდება, მთელი წლის განმავლობაში მათ ოჯახებს ხვავი და ბარაქა არ მოაკლდება.

„ექსპრესნიუსი“ შეეცადა დაედგინა, თუ რა ჯდება „გაწეწვა ქართულად“, ანუ საახალწლო, ტრადიციული სუფრა.

ფასების დადგენას თბილისში, ე.წ. ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დეზერტირების ბაზარში შევეცადე  და დილიდანვე გამყიდველი ქალების რისხვა დავიმსახურე.

საახალწლო სუფრა „მეფე“ გოჭის გარეშე ვის წარმოუდგენია. კითხვაზე - თუ რა ღირდა საახალწლოდ გოჭი? -ქალბატონმა ალმაცერად ამომხედა და რისხვით მიპასუხა, „მყიდველს არ გავხარ და რისთვის მოხვედიო“. გამეღიმა, ქალბატონს დამდეგი შობა -ახალი წელი მივულოცე და საქმეს შევუდექი.

ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დევალვაცია პროდუქტების ფასებზეც ცხადია აისახა.  ქალაქში წინასაახალწლო ფუსფუსია და ხალხში გადაადგილება დილიდანვე ჭირს. დახლებს თვალი შევავლე და  საახალწლო პროდუქტებზე არცთუ მიზერული ფასები აღმოჩნდა.

ხალხის დინებას მივყვები და იმ  სექციასთან გავჩერდი,  სადაც დახლებზე ჩამწკრივებული  გოჭი, ინდაური და  ქათამი  იყო  მოთავსებული. 

გოჭის ყიდვა  80-დან  და 150 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, საქონლის ხორცი კი, 1 კგ 12   ლარი ღირს. ინდაურის ფასი  50 -დან  100 ლარის ფარგლებში მერყეობს, ქათმის ყიდვას კი, 7 დან 15 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, 1 კილოგრამი სულგუნი - 15 ლარი ღირს; იმერული ჭყინტი ყველი - 7,50; ნიგოზი უმაღლესი ხარისხის 25 ლარი, ხოლო საშუალო ხარისხის 20 ლარი; შოკოლადების ფასი 4 ლარიდან იწყება და მისი მაქსიმალური ღირებულება 35 ლარს აღწევს; ჩურჩხელის შეძენა მყიდველს 2- დან  4  ლარის ფარგლებში შეუძლია.

მოგეხსენებათ, ახალი წლის სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ხილი და ციტრუსია. მათი შეძენა 2-3 ლარად არის შესაძლებელი. უფრო კონრეტულად, ყურძენი და ბანანი 6 ლარი ღირს, ბროწეული 3 ლარი, მანდარინი 1.50-2.50 ლარი, ხოლო ვაშლის ფასი 1 ლარიდან იწყება.

რაც შეეხება საახალწლო ტკბილეულს,  მყიდველს ჩირის  ყიდვა  12 დან 16 ლარის ფარგლებში  შეუძლია.

გოზინაყი  ახალი წლის მთავარი სიმბოლოა, მისი მთავარი ინგრედიენტის თაფლის ღირებულება 20 დან 25  ლარამდე აღწევს. საახალწლო სუფრის მენიუში ერთ-ერთ მთავარ ადგილს ბოსტნეული იკავებს. 1 კილოგრამი კიტრი  4 ლარი, ხოლო პომიდორი 5 ლარი ღირს.

ამასთან, რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელს, კახური ღვინის ფასი 5 ლარია, ხოლო არაყი 6 ლარი ღირს.

P.S.  შეჭირვებული ოჯახები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები  როგორც ჩანს, გოჭისა და ინდაურის გარეშე შეხვდებიან 2017  წელს. საახალწლო სუფრაზე, როგორც ყოველთვის ბევრი კერძი დარჩება ხელუხლებელი, მაგრამ „მერე რაა მთავარია, რომ სუფრას არაფერი აკლდა...“

დამდეგს გილოცავთ და წარმატებულ 2017 წელს გისურვებთ.

 

თაკო მაქაცარია

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics