|
2016-12-29 16:57:40, 1172 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, დევნილი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიისა და „ტერაბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში სოციალურად დაუცველ 550 დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. აქციაში ჩართულნი იყვნენ ქალაქ თბილისის მერია, ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო პირები და მოხალისეები . მოძრაობის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში პროდუქტი დაურიგდათ სოციალურად დაუცველ შემდეგ კატეგორიებს: მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებსა და ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად აფხაზ ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, ომში შვილდაღუპულ დედებს. საქველმოქმედო აქცია წელს მეხუთედ იმართება და მისი მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)