|
2016-12-29 15:04:19, 855 ნახვა
საზოგადოება
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, ტრადიციულად, „წლის საუკეთესო თანამშრომლები“ გამოავლინა. დაჯილდოებას თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად დაესწრო. დედაქალაქის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის, ქალაქის სისუფთავეზე, განათებასა და გამწვანებაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც მათ საჩუქრები და სიგელები გადასცა. „შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია ჩვენს სისტემაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მართლაც დღე და ღამე მუშაობენ. დილით ძალიან ადრე დგებიან, იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა მთელი დღის განმავლობაში, ღამით კი ისინი ზრუნავენ ქალაქის განათებაზე. აღსანიშნავია „თბილსერვის ჯგუფის“ პარკებისა და სკვერების განყოფილება, რომელიც ყველა ძირითად სკვერსა და პარკს უვლის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს უკეთ მოწესრიგებული. დღეს დავაჯილდოვეთ ის ღირსეული თანამშრომლები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით 2016 წელს, მივულოცეთ მათ და ზოგადად, სამსახურის ყველა თანამშრომელს დამდეგი 2017. მე მინდა, თითოეულ მათგანს ვუსურვო წარმატებები და ბედნიერი 2017 წელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერთან და მის მოადგილესთან ერთად, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს საჩუქრები კომპანიის დირექტორმა ლევან ჯღარკავამ და პირველმა მოადგილემ, დავით დოლიძემ გადასცეს. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი. 2016 წელს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ოცდათექვსმეტი (ტექნიკური) თანამშრომელი დაჯილდოვდა, რომლებიც წლის განმავლობაში საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ. მათ შორის იყვნენ კომპანიის უხუცესი და ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომლები - ტარიელ მაისურაძე და ორხან საფაროვი. დაჯილდოვდნენ, ასევე, „თბილსერვის ჯგუფის“ „ერთგული მეგობრები“, რომლებიც 2016 წლის განმავლობაში კომპანიას აქტიურად უჭერდნენ მხარს. გამარჯვებულებმა „წლის საუკეთესო მეგობრის“ სიგელები და საჩუქრები - საახალწლო კალათები მიიღეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)