|
2016-12-29 11:26:49, 1890 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: გავაგრძელებთ და გავაფართოებთ ყველა იმ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს დამწყებ ბიზნესს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გაგრძელდება და გაფართოვდება ყველა ის პროგრამა, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწარმეებს, დამწყებ ბიზნესს, ინოვაციურ ბიზნესპროექტებს. „ეს არის პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში", აგროკრედიტებისა და აგროდახმარების პროგრამები, ,,სტარტაპების" დაფინანსება და ა.შ. ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული შედეგები - პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" ჩართულ 10 კომპანიაზე, რომელიც სრული სტატისტიკური კანონზომიერებების ამსახველი შერჩევის შედეგად შეირჩა, სუბსიდიის სახით სახელმწიფოსგან გაცემულია 5 289 00 ლარი და მათი საქმიანობის 2 წლის განმავლობაში, გადასახადების სახით უკვე შემოტანილია 5 090 000 ლარი; შეიქმნა 313 ახალი სამუშაო ადგილი, რაც იმას გულისხმობს, რომ მას შემდეგ, რაც სუბსიდია შეწყდება, რა თქმა უნდა, ეს გადასახადი იქნება წმინდა შემოსავალი ბიუჯეტში და დასაქმებულები დარჩებიან დასაქმებულებად. ეს არის ძალიან კარგი ეფექტი, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა. მთლიანად, ორი წლის განმავლობაში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 235 პროექტი განხორციელდა, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღწევს 522 000 000 ლარს და ჯამურად, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, შექმნილია 11 000 ახალი სამუშაო ადგილი," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
აშშ-მ ოფიციალურად დაიწყო ოპერაცია „გარიყული ეკონომიკა“ ირანის წინააღმდეგ
ყაველაშვილის ცოლმა კიევში, ომის ფონზე შვიდ მარადიულ საყრდენზე ისაუბრა
ISW: პუტინმა ომის დაწყებიდან დონბასის აღების ბოლო ვადა 15-ჯერ გადადო
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ერთად, რუსეთთან ომის დასრულების ახალი გეგმა შეიმუშავა
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)