|
2016-12-29 10:22:24, 1055 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: ტრადიციულ კურორტებს სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ
საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში კურორტების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კვირიკაშვილის განმარტებით, განვითარებული კურორტები ქვეყანაში დამატებითი შემოსავლების საწინდარია. სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, მთავრობა ტრადიციულ კურორტებს სრულიად ახალ დატვირთვას აძლევს: „ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს. ბაკურიანი და გუდაური, ეს არის ახალი საბაგიროები, ახალი ტრასები, წყალმომარაგების სისტემები, ატრაქციები, რომლებიც ამ კურორტებზე ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და ამ კურორტების გარშემო ძალიან დიდი რადიუსით იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას. ეს არის ახალი შემოსავლები და ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვისთვის, არამედ ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვისთვის. ასევე ვავითარებთ ახალ კურორტებს. ეს არის თეთნულდი და გოდერძის კურორტი და ეს არის კიდევ სხვა კურორტები. ამ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის სრულიად ახალი ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბებისთვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)