|
2016-12-29 09:25:31, 895 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ფონდის "ნატვრის ხე" საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მიერ გამართულ საახალწლო გალა კონცერტს დაესწრო. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა როგორც ქართველმა შემსრულებლებმა, ასევე, უცხოელმა სტუმრებმა, მსოფლიოში განთქმულმა საოპერო მომღერლებმა და სახელგანთქმულმა ანსამბლებმა მიიღეს, რომლებიც თბილისში სპეციალურად ქართველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდნენ. თბილისის მერის თქმით, ფონდი „ნატვრის ხე“ უკვე მესამე წელია მძიმედ დაავადებული ბავშვების მკურნალობას აფინანსებს და ამ დროის განმავლობაში ფონდმა არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. „თბილისის მერია „ნატვრის ხის“ დაარსებიდან დღემდე მხარს უჭერს ამ მასშტაბურ საქველმოქმედო ინიციატივას და მომავალშიც ასე იქნება. ქველმოქმედება გახლავთ ის, რაც თითოეულ ჩვენგანს მორალურ ვალდებულებად მიგვაჩნია და სწორედ ამიტომ, ფონდის საქმიანობის ირგვლივ, მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით ადამიანი ერთიანდება. მიზანი დიდია - დავეხმაროთ იმ ბავშვებს, რომელთაც ჩვენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამასთან, მე, როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ კონცერტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი სტუმრები გაეცნობიან ჩვენს დედაქალაქს, დაათვალიერებენ მის უძველეს ღირსშესანიშნაობებს, გაეცნობიან ჩვენს კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)