|
2016-12-28 23:38:31, 1105 ნახვა
საზოგადოება
„ოფიცრის მუნდირი იმისთვის არ არსებობს, რომ თუ პატიმარმა დედა შეგაგინა, შენც შეაგინო, ან ხელი გაარტყა, ამისთვის ქუჩა არსებობს“
ოფიცრის მუნდირი იმისთვის არ არსებობს, რომ თუ პატიმარმა დედა შეგაგინა, შენც შეაგინო, ან ხელი გაარტყა, ამისთვის ქუჩა არსებობს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანონის მოთხოვნების დაცვის მიზნით, სისტემაში თანამშრომლებისა და პატიმრების მიმართ უკომპრომისო მიდგომა არსებობს. „არის შემთხვევები, როცა პატიმრები განცხადებებს წერენ. ეს განცხადებები უმეტესად, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდან იწერება, რათა შეგნებულად შექმნან სურათი, თითქოს, ვიღაც მათი უფლებების შელახვას ახდენს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ყურადღება მიიქციონ და მერე გევაჭრონ, რომ ღია ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანო. კანონის მოთხოვნა არსებობს როგორც პატიმრის, ასევე თანამშრომლის მიმართაც. იქ, სადაც ვალდებულება არ არის, უფლებაც არ არსებობს. არ შეიძლება, უფლება ვალდებულების გარეშე წარმოიქმნას. ვალდებულება და უფლება აქვთ როგორც თანამშრომლებს, ასევე - პატიმრებს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა. მისივე თქმით, შესაძლოა, რაღაც მოხდეს, რომელიმე თანამშრომელს ან პატიმარს ნერვებმა უმტყუნოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულება ღირსების შემლახავი უნდა იყოს. „კანონის დამრღვევი თანამშრომლებისა და პატიმრის მიმართ კანონით დადგენილი სანქციები არსებობს. იყო ხოლმე შემთხვევა, როცა თანამშრომელი ამბობდა, რომ პატიმარმა დედა შეაგინა, მაგრამ ოფიცრის მუნდირი იმისთვის არ არსებობს, რომ თუ პატიმარმა დედა შეგაგინა, შენც შეაგინო, ან ხელი გაარტყა, ამისთვის ქუჩა არსებობს. არის ხოლმე გადაცდომები, მაგრამ ამ საკითხებს გენერალური ინსპექცია სწავლობს და არსებული რეგულაციების დარღვევის გამო, სისტემაში ძალიან ბევრი თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა“, - განაცხადა კახიშვილმა. მანა აქვე აღნიშნა, რომ სისტემაში ახალი მექანიზმი შემოდის, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება სასჯელის ¾-ის მოხდის შემდეგ ეხებათ, იქნება საშუალება, 2/3-ის მოხდის შემდეგ მათ შინაპატიმრობა შეეხოთ. „თუ ეს კანონპროექტი მიღებულ იქნა, ადამიანს მივცემთ საშუალებას, 2/3-ში პირობით ვადამდე ადრე ციხიდან შინაპატიმრობით გათავისუფლდეს და კონტროლის ქვეშ იყოს, რათა ერთის მხრივ, მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია მოხდეს, მეორე მხრივ კი, ეს კრიმინოგენულ ვითარებაზე არ ისახოს. 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიები ისეთი კონტროლის საშუალებას იძლევა, რომ ადამიანი მაინცდამაინც ციხეში არ გამოკეტო”, განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, კიდევ ერთი ნოვაცია, რომელიც უკვე ინიცირებულია, არის ის, რომ დედებს საშუალება მიეცემათ, შაბათ-კვირას დაწესებულებიდან გამოვიდნენ და ეს დღეები შვილებთან ერთად გაატარონ. „ეს შეეხება იმ დედებს, რომლებსაც დაწესებულებაში 3 წლამდე შვილი ჰყავდათ. კანონით, 3 წლის ასაკის ბავშვი დახურული სივრციდან უნდა გამოიყვანო, მაგრამ ეს პროცესი დედებისთვის, შვილებისთვის და ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და ასეთი მექანიზმი ამიტომ მოვიფიქრეთ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)