15:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 15:45:57, 859 ნახვა

საზოგადოება
გორში 2017 წელს ბინა 509 დევნილ ოჯახს გადაეცემა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ხუბულურმა და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილი  გორში, 8 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, გორში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დასრულდება და ახალ ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. 

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გორში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება  2017 წლის 3 იანვარს დაიწყება.

მშენებლობის პარალელურად, გორში  თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. 

ხუთსართულიან კორპუსში 29 ბინაა, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ტურბაზის ჩასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.

ორივე მშენებლობაზე დასაქმებულთა 70%-ს დევნილები შეადგენენ.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics